სულხან სალაძე - ღარიბაშვილი არც პრემიერობის დროს გამოირჩეოდა სამოქალაქო სექტორის მიმართ სიყვარულით და არც არავის სჭირდება ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული სიმპათია

ირაკლი ღარიბაშვილი არც პრემიერობის დროს გამოირჩეოდა სამოქალაქო სექტორის მიმართ სიყვარულით და არც არავის სჭირდება ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული სიმპათია, - ასე შეაფასა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ სულხან სალაძემ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით.

„დღეს ის არის პარტიული ჩინოვნიკი, ის არ არის რომელიმე ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი და თანამდებობის პირი. რა თქმა უნდა, მისი გავლენა და როლი მნიშვნელოვანი იქნება პარტიაში, მას ალბათ, ამზადებენ რომელიმე უფრო მნიშვნელოვანი პოსტის დასაკავებლად გარკვეული დროის შემდეგ. ფაქტი ერთია, რეალურად როდესაც არ აქვთ არგუმენტები და კონკრეტულ თემებთან მიმართებაში ვერ საუბრობენ კონკრეტული ფაქტებით და მაგალითებით, იქ ყოველთვის ხდება სამოქალაქო სექტორის მარგინალიზაცია“,- განაცხადა სულხან სალაძემ.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა სამოქალაქო სექტორის ზოგიერთი წარმომადგენელი, წინა ხელისუფლებასთან ერთად სასამართლო სისტემის ჩამოშლის მცდელობაში დაადანაშაულა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს