სალომე ზურაბიშვილი - საფრანგეთი, ამერიკასთან ერთად, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი გახდა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში

პრეზიდენტის განცხადებით, საფრანგეთში ვიზიტმა საშუალება მისცა, საქართველოს სახელით მადლობა ეთქვა საფრანგეთისთვის იმისათვის, რომ 1921 წლის შემდეგ მან შეიფარა საქართველოს პოლიტიკური ემიგრაცია, ხელი შეუწყო საგანძურის დაბრუნებას, 2008 წელს კი, ჩვენს ქვეყანას ცეცხლის შეწყვეტის პროცესში დახმარება აღმოუჩინა. აღნიშნული განცხადება სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით გამოსვლისას გააკეთა.

„მეტად სიმბოლურია პრეზიდენტების ხელმოწერით დიმიტრი ამილახვრის დიალოგის დაფუძნება, რომლის ფარგლებშიც საქართველო და საფრანგეთი თანხმდებიან, გააძლიერონ თანამშრომლობა პოლიტიკურ, კულტურულ, ეკონომიკურ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში.

ნიშანდობლივია, რომ საფრანგეთი, ამერიკასთან ერთად, გახდა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში და არის საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის მომწოდებელი.

კულტურის დარგში კი გვაქვს შემოთავაზება - ვუმასპინძლოთ პარიზის 2020 წლის წიგნის ბაზრობას”, - აღნიშნა სალომე ზურბიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო