არჩილ თალაკვაძე - ანაკლიის პორტის პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, მიუხედავად იმისა, რა კერძო ინტერესები შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა პირებს

ანაკლიის პორტის პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, მიუხედავად იმისა, თუ რა კერძო ინტერესები შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა პირებს ამ პროექტთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ანაკლიის პორტის საკითხს „თიბისი ბანკის“ საქმესთან არავითარი კავშირი არ აქვს.

როგორც უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, აღნიშნული პროექტი უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და ეკონომიკისთვის.

„ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში, თვალს ვადევნებთ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებთან დაკავშირებულ საქმეს, სადაც, პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება ეხება დიდი ოდენობით ფინანსურ ტრანზაქციებს, რომლის კანონიერებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ვინაიდან ანაკლიის პორტის საკითხი მოჰყავს ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად მეორე მხარეს და არის მუდმივი საუბარი, ხომ არ უკავშირდება აღნიშნული საქმე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკითხს, მე მინდა ხაზგასმით და პირდაპირ განვაცხადო, რომ ეს არის სახელმწიფოს ეკონომიკის და უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომლის წარმატებით განხორციელებისთვისაც სახელმწიფო აკეთებდა და გააკეთებს ყველაფერს, მიუხედავად იმისა, რა განწყობები და კერძო ინტერესები შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა პირებს ამ პროექტთან დაკავშირებით“, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო