ანრი ოხანაშვილმა USAID-ის და USAID/PROLOG-ის ხელმძღვანელობასთან ერთობლივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორს, ადამ შმიტს და „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (USAID/PROLOG) პროექტის ხელმძღვანელობას შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემები იყო მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში განსახორციელებელი ცვლილებები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.

„დღეს შეხვედრა მქონდა USAID-ის და PROLOG-ის ხელმძღვანელობასთან, ბატონ ადამ შმიტთან, გიორგი ჩხეიძესთან და მათ კოლეგებთან. ეს იყო მათთან ჩემი პირველი ოფიციალური სამუშაო შეხვედრა.

ჩვენ შევეხეთ ერთობლივი თანამშრომლობის პერსპექტივებს. ძირითადი თანამშროლობის სფერო იქნება მართლმსაჯულება, კერძოდ, მეოთხე ტალღის ფარგლებში განსახორციელებელი რეფორმები, რომელიც შეეხება: იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმირებას, სასამართლოს გადატვირთულობის რეფორმირებას და ამ საკითხის მოგვარებას, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემდგომ რეფორმირებას. შესაბამისად, შევთანხმდით მჭიდრო თანამშრომლობაზე - USAID და PROLoG ჩვენს კომიტეტს აქტიურად დაუჭერენ მხარს. სამომავლოდ, დავგეგმეთ ასევე შეხვედრები და ამ შეხვედრების წინ მოვახდენთ საკითხების იდენტიფიცირებას, რაზეც მოგვიწევს მსჯელობა. ასე, რომ მადლობა USAID-ს და PROLOG-ს მათი სურვილისთვის მჭიდროდ ითანამშრომლონ იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან“, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს