ქართული პრესის მიმოხილვა 07.03.2019

ქართული პრესის მიმოხილვა 07.03.2019

გეოპოლიტიკური ვითარებისა და საქართველოს მნიშვნელობის შემცვლელი ანაკლიის პორტი

“ზურაბიშვილი რუსეთთან “მაღალი პოლიტიკური ფორმატის განახლების” აუცილებლობაზე ალაპარაკდა

საქართველოს მოქალაქეები ევროპაში თავშესაფარს ვეღარ მიიღებენ

* * *

“ანაკლიის პორტი არის საქართველოს მომავალი”, - ეს განცხადება თბილისში ძალიან ხშირად ისმის ხელისუფლების, ოპოზიციის თუ სპეციალისტების მხრიდან და კეთდება განცხადებები, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დასრულებას დიდი ეკონომიკური, უსაფრთხოებისა და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს ქვეყნისათვის. ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები, ოფიციალურად, 2017 წლის 24 დეკემბერს დაიწყო და გაცხადდა, რომ ახალი ღრმაწყლოვანი პორტი გახდება ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიული საზღვაო წერტილი და რეგიონული სატრანზიტო ჰაბი, სადაც ჩინეთის, ცენტრალური აზიისა და ევროპის ტვირთები შემოვა და სადაც დიდი ზომის გემების მიღება იქნება შესაძლებელი, რომელთაც დღესდღეობით საქართველოში არსებული ვერც ერთი სხვა პორტი ვერ ემსახურება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით გეოპოლიტიკური ვითარებისა და საქართველოს მნიშვნელობის შემცვლელი ანაკლიის პორტი / “ანაკლიის პორტი რუსეთის ნოვოროსიისკის პორტის კონკურენტი ხდება და ეს არის რუსეთის გაღიზიანების ერთ-ერთი მიზეზი”.

“ასევე ითქვა, რომ პორტი პირველი გემების მიღებას 2021 წელს შეძლებდა და წელიწადში 100 მილიონ ტონამდე ტვირთს გაატარებდა, რაც ნიშნავს, რომ მას დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს, ქვეყანას შემოსავლებს მოუტანს და დასაქმდება ხალხი. მით უმეტეს, რომ პორტის გარდა უნდა აშენდეს რკინიგზა და ბეტონის სახმელეთო გზა, რათა ტვირთების გადაადგილება ზღვის შემდეგ სახმელეთო გზითაც მოხდეს. რა მნიშვნელობის არის ანაკლიის პორტი? ანალიტიკოსების თქმით, ანაკლიის პორტი, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ეკონიმიკური მნიშვნელობისაა, თუმცა, ამას გარდა, ღრმაწყლოვანი პორტის არსებობა საქართველოს გეოსტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყნად აქცევს. უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ნიკა ჩიტაძის თქმით, ანაკლიის პორტს უდიდესი გეოპოლიტიკური, გეოსტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობა ენიჭება საქართველოსთვის, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული პორტი იქნება ღრმაწყლოვანი ნავსადგური, რომელსაც შეეძლება ნებისმიერი სამხედრო და სამოქალაქო დანიშნულების გემის მიღება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ანაკლიის პორტი რუსეთის ნოვოროსიისკის პორტის კონკურენტი ხდება და სწორედ ეს არის რუსეთის გაღიზიანების მიზეზიც. რუსეთს, ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, სევასტოპოლის პორტიც აქვს, თუმცა მას ძირითადად სამხედრო დანიშნულებისათვის იყენებს, ეკონომიკური დანიშნულებისათვის კი ნოვოროსიისკის პორტი გამოიყენება, მაგრამ რუსული პორტი დაახლოებით 3 თვის განმავლობაში შტორმების გამო დაკეტილია და ამიტომაც, თუნდაც ეკონომიკური და თუნდაც პოლიტიკური თვალსაზრისით, პრიორიტეტი მიენიჭება ანაკლიის პორტს. ეს ხელს შეუწყობს ქართული სახელმწიფოს გაძლიერებას, ხოლო რუსეთს ქართული სახელმწიფოს გაძლიერება არანაირად არ აძლევს ხელს, როგორც გეოპოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით”, - აცხადებს ჩიტაძე. მისი თქმით, ანაკლიის პორტს ჩვენი უსაფრთხოებისათვისაც დიდი მნიშვნელობა ექნება, რადგან თუკი ბათუმისა და ფოთის პორტებში ვერ ხდება სავაჭრო თუ სამხედრო გემების 70%-მდე მიღება, ანაკლიის პორტში გემის სიდიდე პრობლემას არ შექმნის და შესაძლებელი გახდება, უფრო მეტი სამხედრო დანიშნულების გემი შემოვიდეს, მათ შორის - აშშ-ის მე-6 ფლოტის განკარგულებაში მყოფი სამხედრო გემები, რომლებიც შავი ზღვის აკვატორიაში ხშირად შემოდის”, - განაგრძობს გამოცემა.

“რუსეთის გაღიზიანების მეორე მიზეზიც ესაა, რომ შესაძლოა, ანაკლიის პორტმა თანდათან ხელი შეუწყოს ნატო-ს წევრი, პირველ რიგში, აშშ-ის სამხედრო დასწრების ზრდას შავი ზღვის აკვატორიაში. ამ შემთხვევაში, ნატო-ს ინტერესი საქართველოს მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება და შესაძლებლობა მიეცემა ნატო-ს, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე გააძლიეროს საკუთარი გავლენა ანაკლიის პორტის მეშვეობით”, - მიიჩნევს ჩიტაძე. მისი თქმით, სატრანზიტო პორტის არსებობა გამოიწვევს უფრო მეტ გეოპოლიტიკურ დაინტერესებას, და არა მარტო აშშ-ისა და დასავლეთის მხრიდან, არამედ იმავე ჩინეთის მხრიდან, ამიტომაც არის საუბარი “ახალი აბრეშუმის გზის” შესახებ. “ახალი აბრეშუმის გზის განახლებული პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი სწორედ ჩინეთია. 2013 წელს წარმოადგინა ეს იდეა ჩინეთმა და შემთხვევითი არ გახლავთ ისიც, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ამოქმედდა და საქართველოსათვის ჩინეთი მესამე სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორია. იმ რეგიონში, რომელსაც რუსეთი თავისი სტრატეგიული ინტერესის ზონად განიხილავს, კრემლი ელის გავლენის ზრდას როგორც დასავლეთიდან, ისე აღმოსავლეთიდან, ამიტომაც კრემლში მიიჩნევენ, რომ ანაკლიის პორტი მათ გეოსტრატეგიულ ინტერესებს ემუქრება”, - თვლის ჩიტაძე, რომლის თქმით, “ამიტომაც საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას უწევს გამოცდის ჩაბარება, ანაკლიის პროექტს გააჩერებს რუსული ინტერესების ხელშესაწყობად თუ გააგრძელებს პროექტს და საქართველოს გაძლიერებას შეუწყობს ხელს”, - დასძენს გამოცემა.

“პოლიტიკის ინსტიტუტის” დამფუძნებელ კორნელი კაკაჩიას თქმით, ანაკლიაში ჩადებულია სავაჭრო-ეკონომიკური მნიშვნელობა, მაგრამ რუსეთი იმასაც უშვებს, რომ თუ ანაკლიის პორტი აშენდება, მას ასევე შეიძლება, ჰქონდეს სამხედრო დანიშნულება. “თანაც, ამას ისიც ემატება, ის ახლოს არის კონფლიქტის რეგიონთან, აფხაზეთთან, სადაც რუსული ჯარია განლაგებული და ბუნებრივია, როცა რუსეთი მიიჩნევს, რომ მთელი საქართველო მისი გავლენის ზონაში უნდა იყოს, მას არ აწყობს საერთაშორისო მნიშვნელობის პორტის არსებობა. “ჩინეთი დაინტერესებულია საქართველოთი და მასთან თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებასაც ამიტომ მოვაწერეთ ხელი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალში ჩინური ინვესტიციები მოვიზიდოთ, მივიზიდოთ დასავლური ინვესტიციები და საქართველო უნდა გახდეს რეგიონის ჰაბი, ჰაბი კი ვერ განხორციელდება, თუ ღრმაწყლიანი პორტი არ გვექნება. დაანონსებულია, რომ ანაკლიაში იქნება თავისუფალი სავაჭრო ზონა, ბრიტანული სამართალი იმოქმედებს", - ამბობს კაკაჩია, რომლის განმარტებით, ეს შეიძლება გახდეს ჰონგ-კონგივით და მისი პორტით, სადაც ბრიტანული სამართალი მუშაობს”, - წერს სტატიის ავტორი.

“ჰონგ-კონგის მსგავსად ანაკლიასაც უნდა ჰქონდეს ძალიან დიდი რეგიონული მნიშვნელობა და გახდეს შემაკავშირებელი ჰაბი ცენტრალურ აზიას, ჩინეთს, საქართველოსა და ევროპას შორის. ამაზეა გათვლა, თუ ოფიციალურ წყაროებს გავეცნობით”, - ამბობს კაკაჩია. მისივე თქმით, ანაკლიის პორტის აშენებამ შესაძლოა, მთლიანად შეცვალოს გეოპოლიტიკური ლანდშაფტი შავ ზღვაზე და ეს ეხება არა მარტო ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების კუთხით ამ პორტის მნიშვნელობას, არამედ - სამხედრო და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. “ერთ-ერთი სერიოზული საკითხი, რაზეც ნატო-ს ექსპერტები საუბრობენ ხოლმე, მათ შორის, როცა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზეა საუბარი, არის ის, რომ, მაგალითად, ყველა პრობლემა რომ მოგვარდეს და გაწევრიანება მოხდეს, საქართველოს დაცვა ძალიან პრობლემურია სამხედრო თვალსაზრისით. საქართველოში ნატო-ს ყოველწლიური წვრთნები ტარდება და იმის გამო, რომ ფოთსა და ბათუმში დიდი გემები ვერ შედიან, რამდენიმე კვირა სჭირდება რუმინეთიდან, ბულგარეთიდან ამერიკული ტექნიკისა და იარაღის შემოტანას. რუსეთთან ნებისმიერი კრიზისი რომ შეიქმნას, ნატო-ს აქვს ვალდებულება, დაიცვას წევრი სახელმწიფო და თავს უფლებას ვერ მისცემს, 2 კვირის შემდეგ შევიდეს ქვეყანაში. კავკასიაში კრიზისი გამორიცხული არ არის და საქართველო ნატო-სათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს”, - დაასკვნის კაკაჩია, რომლის თქმით, “ღრმაწყლოვანი ანაკლიის პორტი კი იძლევა საშუალებას, არა მარტო სავაჭრო გემებმა ისარგებლონ პორტით, არამედ - სამხედრო გემებმაც, რაც მთლიანად ცვლის სიტუაციას”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში პირველად ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა და მან რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ყურადღება გაამახვილა. თუმცა, მის გამოსვლას ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა და შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლა - ესაა ის ძირითადი თემები, რომლებმაც ოპოზიციაში მწვავე შეფასებები გამოიწვია. “ევროპელები” და “ნაციონალები” ზურაბიშვილის გამოსვლას პარლამენტში არ უსმენდნენ და მათ დარბაზი პროტესტის ნიშნად მის გამოსვლამდე დატოვეს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტი არც ერთ სერიოზულ საკითხს არ შეეხო. მან არც მოსამართლეების, არც ქვეყანაში სამართლიანობის, არც ძალოვნების მხრიდან ძალადობის, ბიზნესის საშინელი რეკეტის, “თიბისის” და ანაკლიის საქმის ირგვლივ არ ისაუბრა. მათი აზრით, ზურაბიშვილი იქნება კომფორტული პრეზიდენტი, რომლის მთავარი ამოცანა იქნება ქვეყანაში შექმნას პრობლემების არარსებობის ილუზია, ასეთ იდილიურ გარემოში ამყოფოს როგორც პარლამენტარები, ასევე საზოგადოება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ზურაბიშვილი რუსეთთან “მაღალი პოლიტიკური ფორმატის განახლების” აუცილებლობაზე ალაპარაკდა / დავით უსუფაშვილი: “ამ დანაწევრებულ და დეზინტეგრირებულ საზოგადოებას სჭირდებოდა პრეზიდენტი, რომელიც შეგვაკავშირებდა და იმედს გაგვიჩენდა - ჩვენ ამ ყველაფრის ანტიპოდი მივიღეთ”.

“ჩვენს ქვეყანაში და არა მხოლოდ ჩვენთან, პოლარიზაციამ უკიდურესი ხასიათი მიიღო. ძალადობრივი გარემო თითოეული ადამიანის ცხოვრებაში აღწევს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე თავისი პირველი ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, საზოგადოება ელოდება ვითარების ჩაცხრომას და მას სჭირდება დამშვიდება და შერიგება. “ეს შეუძლებელი იქნება, თუკი რაიმე ფორმით ცივილურ ჩარჩოებში არ მოვაქცევთ საინფორმაციო და სოციალურ ქსელებში განვითარებულ პროცესებს, - დეზინფორმაციის, ცილისწამების, სიძულვილის ენის, პირადი ცხოვრების კადრების ნიაღვარი უნდა შევაჩეროთ. როდესაც მედიასივრცე მოცულია დამახინჯებული და ყალბი ცნობებით, ჩნდება უნდობლობა ყველანაირი ინფორმაციის მიმართ. ამის შედეგად საზოგადოება ინფორმაციის მიღმა შეიძლება დარჩეს, რაც მას ართმევს ანალიზის საშუალებას, გზას უხსნის შეთქმულების თეორიებს და აყალიბებს ძალადობრივ გარემოს. დაცული და ობიექტური ინფორმაციის გარეშე ვერც დემოკრატიული სისტემა და ვერც სახელმწიფო სტაბილურობა ვერ შენარჩუნდება”, - განაცხადა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მომხდარი ქვეყანაში დაგროვილი სიძულვილის შედეგი იყო. მისივე განცხადებით, შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა. კომისიაში დამატებით ჩართულნი იქნებიან სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გათვალისწინებულია შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლა. კომისიაში დამატებით ჩართულნი იქნებიან სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები. იგი განიხილავს იმ განცხადებებს, რომლებიც დააკმაყოფილებს ახალ კრიტერიუმებს და მოამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს. საბოლოო გადაწყვეტილება კი რჩება პრეზიდენტის პრეროგატივად. გადაწყვეტილების მიღებისას ვერ იქნება გათვალისწინებული პირადი, სოციალური, რელიგიური თუ პოლიტიკური ხასიათის ჩარევები. შეწყალება გამორიცხავს იმასაც, რომ საზოგადოებას ან კონკრეტულ ადამიანებს განემარტოს რომელიმე კონკრეტულ საქმეზე შეწყალების მიღების, ან მასზე უარის თქმის, საფუძველი”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. გამოსვლისას ზურაბიშვილმა აქცენტი ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე გააკეთა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია მაღალი პოლიტიკური ფორმატის განახლება, რათა მოლაპარაკებების ფორმატი მხოლოდ ტექნიკურ დონეზე აღარ წარიმართოს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ჩვენ არ ვეგუებით და არც შევეგუებით ტერიტორიების ოკუპაციას, გატაცებებს და მცოცავ ხაზებს, რომელიც ძალადობისა და შანტაჟის პოლიტიკის ნაწილია, არც იმას ვეგუებით, რომ მოლაპარაკებების ფორმატი დღეს მხოლოდ ტექნიკურ დონეზე მიმდინარეობს. ჩვენს პარტნიორებთან ვისაუბრე მაღალი პოლიტიკური ფორმატის განახლების აუცილებლობაზე, მათ უნდა გააგებინონ რუსეთს, რომ 21-ე საუკუნეში ნულოვანი ჯამის თამაში არავის ინტერესში აღარ არის და აგრესიული პოლიტიკა წარსულში ჩარჩენის გზაა”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე კი აცხადებს, რომ ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლისას მას ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, თითქოს მზიან და უზრუნველ საქართველოში ვცხოვრობთ. “არც ერთი სერიოზული საკითხი არ იყო დასმული: არც მოსამართლეების და ქვეყანაში სამართლიანობის, არც ძალოვნების მხრიდან ძალადობის, ბიზნესის საშინელი რეკეტის, “თიბისის” და ანაკლიის საქმის, ჩვენ დავინახეთ, რომ ზურაბიშვილი იქნება კომფორტული პრეზიდენტი, რომლის მთავარი ამოცანა იქნება ქვეყანაში შექმნას პრობლემების არარსებობის ილუზია”, - განაცხადა რომან გოცირიძემ. ის ასევე გამოეხმაურა შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლის შესახებ ინფორმაციას, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას გააჟღერა. რომან გოცირიძის შეფასებით, ზურაბიშვილს საქმის კეთება არ სურს”, - დასძენს გამოცემა.

“მას არ უნდა საკუთარი კონსტიტუციური უფლებების შესრულება. პრეზიდენტი არ არის ბუტაფორიული, მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი საგარეო და საშინაო ფუნქცია და თუნდაც ის, რომ მას არ უნდა შეწყალების პროცესში მონაწილეობის მიღება, სურს ხელი დაიბანოს და ყველაფერი იუსტიციის სამინისტროს გადააბაროს, კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ მას სურს იყოს პასიური პრეზიდენტი, თავადაც კომფორტში იყოს და ის ადამიანებიც კომფორტში ამყოფოს, რომლებმაც ის პრეზიდენტად დასვა. მას არ უნდა საქმის კეთება, მას მხოლოდ და მხოლოდ საპატიო როლის შესრულება უნდა”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილს დღეს, რომ რთული მდგომარეობა აქვს არ უკვირს. “შენების მოძრაობის” ლიდერის თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო გამოსვლას დაესწრო თუ არა ოპოზიცია, დღეს ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ბევრად მნიშვნელოვანია ის, რომ პრეზიდენტი რეაგირებდეს ისეთ პრობლემურ საკითხებზე, რაც საზოგადოებას აღელვებს. ამასთან, უსუფაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილს დიდი დრო და მცდელობა დასჭირდება იმისთვის, რომ აღმოფხვრას ის ნეგატივი, რაც მის კანდიდატობასა და პრეზიდენტად არჩევის პროცესს ახლდა”, - წერს სტატიის ავტორი.

“ამ დანაწევრებულ და დეზინტეგრირებულ საზოგადოებას სჭირდებოდა სწორედ პრეზიდენტი, რომელიც გააერთიანებდა, შეგვაკავშირებდა და რომელიც იმედს გაგვიჩენდა. ჩვენ ამ ყველაფრის ანტიპოდი მივიღეთ ისე არჩეული პრეზიდენტით, რაც რამდენიმე თვის წინ მოხდა. ამიტომ, სალომე ზურაბიშვილს დღეს რომ რთული მდგომარეობა აქვს, არ მიკვირს. მაგრამ, საწუხაროდ, მგონია, რომ თუ ისევ ისე გააგრძელა თავისი პრეზიდენტობა, როგორიც საწყის თვეებში ჰქონდა, მაშინ მომავალ წელსაც აქვე ვიქნებით. არადა, მან უნდა აჩვენოს ისეთი ტიპის პრეზიდენტობა, რომ ის არის სახელმწიფოს მეთაური, რომ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან თემებზე არის აქტიური. საგარეო ურთიერთობებსა და გარე კონტაქტებში მას რომ არ გაუჭირდებოდა ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა პრეზიდენტს, ეს ცალსახაა. მთავარია, ქვეყნის შიგნით მნიშვნელოვან თემებზე და საკითხებზე პრეზიდენტისდარი სოლიდურობითა და ზეპარტიულობით ჰქონდეს მუდმივად აქტიური პოზიცია. სამწუხაროდ, ის თვლის, რომ ესა თუ ის პოლიტიკური პრობლემა, რადგან ის პოლიტიკურია, არაა პრეზიდენტის პრობლემა, ეს არასწორია. ნებისმიერი პრობლემა, რომელიც საზოგადოებას აღელვებს, სახელმწიფოს მეთაურის საფიქრალია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით უსუფაშვილი.

“იმ ადამიანებზე, ვინც უკვე ემიგრაციაშია წასული, ეს უშუალოდ არ იმოქმედებს, თუმცა, ყველა მათგანს ადრე თუ გვიან თავისი სტატუსისა და მდგომარეობის გარკვევა მოუწევს. “ეს არა ამ განცხადებასთან, არამედ იმ სავიზო მოთხოვნებთან და პირობებთან იქნება დაკავშირებული, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს გააჩნიათ”, - აღნიშნავს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი “რეზონანსთან” საუბრისას, ევროკომისარ იოჰანეს ჰანის განცხადების შესახებ, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეები ევროპაში თავშესაფარს ვეღარ მოიპოვებენ. ჰანმა ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში რისკებს ვერ ხედავს, თუ ხელისუფლებისა და საზოგადოების მხრიდან ხარვეზები გამოსწორდება. ამასთანავე, ევროკომისარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეები ვერ მოიპოვებენ თავშესაფარს ევროპაში, რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით საქართველოს მოქალაქეები ევროპაში თავშესაფარს ვეღარ მიიღებენ / ევროკომისარი - “ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში 600 ათასი ადამიანი შემოვიდა ჩვენს ტერიტორიაზე”.

“ევროკავშირში თავშესაფრის ძიება შედეგს არ მოიტანს, რადგან საქართველო მიიჩნევა უსაფრთხო ქვეყნად და ჩვენ საქართველოს ზუსტად ამ პრიზმაში ვუყურებთ. ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში 600 ათასი ადამიანი შემოვიდა ჩვენს ტერიტორიაზე და მხოლოდ რამდენიმე ათასი აკეთებს განაცხადს თავშესაფარზე. ეს მასშტაბი უკვე თავისთავად გვაწვდის ინფორმაციას. გააჩნია ინტერესებს, შესაძლებლობებს, რა თქმა უნდა. საქართველომ განაცხადა, რომ მას აინტერესებს ევროკავშირში ასეთი მონაწილეობა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე იძლევა იმის საშუალებას, რომ ეკონომიკური განვითარება, უკეთესი საცხოვრებელი პირობები მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში იყოს თვალსაჩინო და ხელშესახები. აი ეს წყვეტა შეიძლება ძალიან მალე ამოივსოს და ეს იქნება მომდევნო ნაბიჯები. ასე ვხედავთ მომავალს”, - განაცხადა იოჰანეს ჰანმა. რას ნიშნავს ჰანის ეს განცხადება და ჩვენი ქვეყნიდან არალეგალურად წასულ ემიგრანტებზე როგორ იმოქმედებს? ამ საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის განცხადებით, იმ ნაკადისთვის, რომელიც დღეს საქართველოდან არის წასული, ჰანის ამ განცხადებით, არაფერი იცვლება. მისი თქმით, მოქალაქე კანონის შესაბამისად უნდა იქცეოდეს, რაც ზოგადად, სავიზო მოთხოვნებთან და პირობებთან არის დაკავშირებული”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ქვეყანა რამდენადაც თავისი შიდა პოლიტიკური კონსტრუქციით და პროცესების მიმდინარეობით, არ უქმნის საფრთხეს მოქალაქეთა უფლებების და თავისუფლებების დარღვევას, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს ნაკლები საფუძველი აქვთ სხვაგან ეძებონ პოლიტიკური თავშესაფარი. ჩვენი პარტნიორი ევროპის მიერ მოვლენების ასე შეფასება, პოზიტიურია, თუმცა, ის, ვისაც ქვეყნის დატოვება სურს, მიზეზად მისი უფლებების დაცვის შეუძლებლობის საფრთხეს ასახელებს, რომელიც აქ ემუქრება. ამიტომაც, ეს მათთვის გარკვეული შეზღუდვაა. ამ განცხადებით ემიგრანტებს რაიმე ახალი პირობა არ უჩნდებათ, თუ რომელიმე მათგანი ევროკავშირის ქვეყანაში ოფიციალურად იმ მიზეზით არ არის, რომ მისი უფლებები საქართველოში ირღვეოდა. თუკი საქართველოში მისი უფლებების დაცვა შეუძლებელი იყო და ამასთანავე, მის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მოქალაქეობრივ უფლებებს საფრთხე ემუქრებოდა საქართველოში, მან თავისი მდგომარეობა იმ ქვეყანაში უნდა გაარკვიოს, სადაც თავშესაფარი და პირობები მიიღო. ხოლო, თუ სხვა მიზეზი არის, ამ კონკრეტული განცხადებით, მათთვის არაფერი იცვლება. ისინი, ჩვეულებრივად, არსებული წესების შესაბამისად უნდა იქცეოდნენ, როგორც აქამდე, ასევე ამის შემდეგაც”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილი.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს