ბაგებში, უჩანეიშვილის პირველ გასასვლელში 2 440 კვ.მ ფართობის გზა მოწესრიგდა

ბაგებში, უჩანეიშვილის ქუჩის პირველ გასასვლელში საგზაო სამუშაოები დასრულდა. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 2440 კვ.მ ფართობის გზა განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ტერიტორიაზე სპეციალური ტექნიკის საშუალებით, მოეწყო გზის საფუძველი და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. პროექტის განხორციელების შედეგად, მოსახლეობა, რომელიც აღნიშნულ გზას სასაფლაომდე მისასვლელად იყენებს, განახლებული გზით ისარგებლებს.

საგზაო სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრი“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 110 000 ლარზე მეტია.

„ბაგების სასაფლაომდე მისასვლელი გზა დიდი ხნის განმავლობაში ცუდ მდგომარეობაში იყო, რაც გადაადგილების პრობლემას ქმნიდა. ჩვენ მოვამზადეთ პროექტი და ამ ტერიტორიაზე საგზაო სამუშაოები შევასრულეთ. გარდა ამისა, გზის განახლება უკვე 11 მისამართზე დასრულდა. აქტიურ რეჟიმში მუშაობას განვაგრძობთ და უახლოეს მომავალში, დამატებით, რვა ობიექტის მოწესრიგებას დავიწყებთ“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა.

დასრულებული და დაგეგმილი პროექტების გარდა, ამ დროისთვის, საგზაო სამუშაოები სამ მისამართზე მიმდინარეობს.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს