პროკურორის ინფორმაციით, დაკითხულმა მოწმეებმა ზვიად კუპრავას მიერ მოსამართლის მიმართ შეურაცხმყოფელი ფრაზების წარმოთქმის ფაქტი დაადასტურეს

თითოეულმა მოწმემ ბრალდებულის მხრიდან კონკრეტული მოსამართლის მიმართ შეურაცხმყოფელი ფრაზების წარმოთქმის ფაქტი დაადასტურა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე დაკავებული "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას საქმის პროკურორმა, დავით კიკაჩეიშვილმა განუცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ის პატრულ-ინსპექტორები დაიკითხნენ, რომლებიც სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტს შეესწრნენ.

ბრალდების მხარე გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინშია.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე პატრულ-ინსპექტორები დაიკითხნენ. ესენი არიან საპატრულო დეპარტამენტის 5 თანამშრომელი, ისინი უშუალოდ შეესწრნენ სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტს. მათი ინფორმაციით, დადასტურდა ის გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო ზვიად კუპრავას ბრალდებას.

ჩვენების შინაარსზე დეტალურად ვერ ვისაუბრებ, თუმცა, ცალსახად შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ თითოეულმა მოწმემ დაადასტურა ბრალდებულის მხრიდან კონკრეტული მოსამართლის მიმართ შერაცხმყოფელი ფრაზების წარმოთქმის ფაქტი.

საბოლოო ჯამში, დასაკითხ მოწმეთა სიაში 39 ადამიანია, აქედან ჯერჯერობით, დაკითხულია 6 მოწმე.

მიმდინარე საქმის განხილვის დროს, ბრალდების მხარეს აქვს მოლოდინი, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება", - განაცხადა კიკაჩეიშვილმა.

გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა). ამისთვის ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო, იმ მიზნით, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენა და უზრუნველყოფილიყო სამართალდამცავ ორგანოში/სასამართლოში მისი გამოცხადება.

გამოძიების ინფორმაციით, სასამართლოს უპატივცემულობის შემდეგ, გირაოს ქვეშ მყოფმა ზვიად კუპრავამ, ასევე სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს. აღნიშნული ქმედებისთვის ზვიად კუპრავას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ვინაიდან მან თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას.

გირაოს პირობების დარღვევის, ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენის, სამართალდამცავ ორგანოში არგამოცხადების, მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების გამო, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 21 თებერვალს ზვიად კუპრავას გირაო შეეცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა