არაბთა გაერთიანებული საამიროების ყინულის ჰოკეის ლიგის პრეზიდენტი საქართველოს განათლების  მინისტრის მოადგილეს შეხვდა

არაბთა გაერთიანებული საამიროების ყინულის ჰოკეის ლიგის პრეზიდენტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილეს შეხვდა, -ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ფედერაციიდან აცნობეს.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ყინულის ჰოკეის ახალი გუნდის შექმნის გეგმა განხილეს, რომელიც ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე კლუბების საუკეთესო მოთამაშეებით დაკომპლექტდება.

„არაბთა გაერთიანებული საამიროების ყინულის ჰოკეის ლიგის (Emirates Hockey League – EHL) პრეზიდენტი ვლადიმერ ბურდუნი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილეს შალვა გოგოლაძეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განხილეს საქართველოს ყინულის ჰოკეის ახალი გუნდის შექმნის გეგმა, რომლის შემადგენლობაშიც ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე კლუბების საუკეთესო მოთამაშეები იქნებიან. აღნიშნული ახალი კლუბი კი გაწევრიანდება და მონაწილეობას მიიღებს რეფორმირებულ არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიგაში (EHL), სადაც საქართველოსა და საამიროების გუნდებთან ერთად ასევე იქნებიან სხვადასხვა ქვეყნების კლუბები. იგეგმება, რომ ახალი ქართული კლუბის მწვრთნელი საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი როლანდ სვანიძე იქნება, რომელიც წლების განმავლობაში ეწეოდა სათამაშო და სამწვრთნელო საქმიანობას EHL-ში”, - აღნიშნულია საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფრომაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა