წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და ვაკის გამგებლის ყოფილი მოადგილე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, გრიგოლ ივანეიშვილისა და ქრთამის აღების დახმარებით დაკავებული ვაკის გამგებლის ყოფილი მოადგილის, თეიმურაზ ჩოჩუას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა სასამართლომ ძალაში დატოვა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. როგორც პროცესის დასრულების შემდეგ „ინტერპრესნიუსს“ საქმის პროკურორმა, ელიზბარ გოზალიშვილმა განუცხადა, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ბრალდებულებს ბრალად შერაცხული ქმედება დაუდასტურდებათ.

„სასამართლოს სრულად დაუშვა ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა. განხილული იყო ასევე აღკვეთის ღონისძების პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც, ასევე გაზიარებული იყო ბრალდების მხარის პოზიცია და ორივე ბრალდებულის მიმართ პატიმრობა ძალაში დარჩა“, - განაცხადა პროკურორმა.

მან სასამართლო პროცესზე ბრალდებულების გათავისუფლების შემთხვევაში მათი მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხეზეც ისაუბრა.

„ძირითადად, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს, დაცვის მხარემ სადაოდ გახადა მოცემულ საქმეზე დაკითხული მოწმეების ყველა ჩვენება, შესაბამისად, ეს მოწმეები უნდა გამოცხადდნენ მომავალში საქმის არსებით განხილვაზე და უნდა მისცენ სასამართლოს ჩვენებები. არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. ასევე, არსებობს ბრალდებულების მხრიდან მიმალვის საფრთხე. ამ ეტაპზე, იკვეთება გრიგოლ ივანეიშვილისა და თეიმურაზ ჩოჩუას დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ კი, ივანეიშვილის მხრიდან ქრთამის აღების ფაქტი და თეიმურაზ ჩოჩუას მხრიდან, ქრთამის აღების დახმარების ფაქტი. საქმე ეხება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთ-ერთი შენობის აუქციონზე გატანაში დახმარების საკითხს, რომელიც გრიგოლ ივანეიშვილს უნდა უზრუნველყო, აღნიშნულის სანაცვლოდ ქრთამის სახით თანხა მოითხოვა, რაშიც თეიმურაზ ჩოჩუა დაეხმარა“, - აცხადებს გოზალიშვილი.

შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი სუს-მა 25 იანვარს დააკავა. გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ამავე საქმეზე ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 26 იანვარს ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დააკავა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა