ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას ახლობლებს  გიგა ოთხოზორიას დედამ მიუსამძიმრა

ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას ახლობლებს სოფელ ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას დედამ, ჯულიეტა ჭანტურიამ მიუსამძიმრა.

„ტკივილი კვლავ განმიახლდა. როდემდე უნდა გაგრძელდეს, რუსების ასეთი ქმედება. თავი რომც მოეკლა, ალბათ, ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანეს, რომ სიცოცხლე არაფრად უღირდა, ან წამებაში შემოაკვდათ, ისეთი ნაწამები სახე აქვს. ვზივარ ჩემთვის ჩუმად, როდის მოეღება ამ ყველაფერს ბოლო", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს" გიგა ოთხოზორიას დედამ.

კვარაცხელიას ახლობლებს ასევე მიუსამძიმრეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი სენაკში, საკუთარ სახლში ორი დღის წინ გადაასვენეს. მანამდე მის ცხედარს თბილისში ექსპერტიზა ჩაუტარდა. ირაკლი კვარცხელიას ხვალ დაკრძალავენ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს