ოკუპირებულ აფხაზეთში  გარდაცვლილი  ირაკლი კვარაცხელია სენაკის  ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს

ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილი 28 წლის ირაკლი კვარაცხელია სენაკში, ძმათა სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი იოანე ნათლისმცემელის სახელობის ეკლესიაში გაიმართა.

ირაკლი კვარაცხელიას ახლობლების მტკიცებით, მათ არ სჯერათ გავრცელებული ვერსიის, რომ მან თავი მოიკლა.

„აღენიშნება დაზიანებები და სიშავეები. მე არ მჯერა იმ ვერსიის, თითქოს ჩემმა ძმამ თავი მოიკლა, ამას ვიტყვი ყოველთვის. ჩემი ძმა არ მოიკლავდა თავს, ის ცხოვრობდა ეკლესიური ცხოვრებით. დაველოდებით ექსპერტიზის დასკვნას“, - აღნიშნა გარდაცვლილის ძმამ პაატა უზარაშვილმა.

მან ასევა მადლობა გადაუხადა საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს და ხელისუფლებას.

ირაკლი კვარაცხელია 12 მარტს ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გარდაიცვალა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ვერსიით, მან თავი მოიკლა.

იხილეთ ვიდეო: სენაკში ირაკლი კვარაცხელია დაკრძალეს

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს