„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონი ძალაში შევიდა

კანონი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ ძალაში შევიდა. კანონი შემუშავებულია საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ურთიერთთანამშრომლობით და შესაძლებლობას იძლევა სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ყველა სიმბოლო მოექცეს საერთო სახელმწიფო ჰერალდიკური პოლიტიკის ჩარჩოში. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოდან აცნობეს.

მათი ცნობით, ახალი კანონი ქმნის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და გატარების პირობას სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ყველა სიმბოლოს, როგორც სახელმწიფო დაწესებულების ემბლემის, ლოგოს, სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოს, თანამდებობრივი და სამხედრო განმასხვავებელი ნიშნის, ისე ოფიციალური დოკუმენტისა და ბლანკის მიმართულებით.

„მსგავსი ცვლილება უკვე განხორციელდა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში 2009 წელს, რამაც შესაძლებელი გახადა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს საერთაშორისო ჰერალდიკური ნორმების დაცვით დაედგინა მუნიციპალური სიმბოლოები, გერბი და დროშა.

გამოცდილებამ ადგილობრივი თვითმმართველობის სიმბოლოების დადგენის საქმეში, ასევე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებამ, მანამდე ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობამ სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე სიმბოლოების საკითხებში, გააჩინა ერთიანი მიდგომისა და საკანონმდებლო მექანიზმის შემუშავების აუცილებლობა.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა გაიზიარა სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე სიმბოლოების მიმართ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობა და მოახდინა საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება. საკომიტეტო და სასესიო განხილვების შედეგად კანონმა მოიპოვა საქართველოს პარლამენტის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერა“, - აღნიშნულია ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას