ირაკლი ოქრუაშვილი რუს ოკუპანტებზე  - ჩვენ ვართ სირაქლემას პოზაში, ჩვენ მათ „დავუწექით“, ყოველდღე ისინი მოიწევენ ნაბიჯ-ნაბიჯ

აშკარად შევატყვე ბოლო ტენდენციას, რომ ჩვენ ვართ სირაქლემას პოზაში, ჩვენ მათ „დავუწექით“, ყოველდღე ისინი მოიწევენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ათეულობით მეტრით, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ რუს ოკუპანტებთან მიმართებაში სახელმწიფოს დამოკიდებულებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„იმ სიტუაციაში, როცა ჩვენი საჰაერო სივრცე გახსნილი გვქონდა სამი წლის განმავლობაში მათი თვითმფრინავებისთვის, რომლებიც სირიაში ეზიდებოდნენ მკვლელებს, დაქირავებულებს, ასეთებს და ისეთებს, ვიყავით უთავმოყვარეო სახელმწიფოს როლში მათთან მიმართებაში. რა მივიღეთ აქედან? აბაშიძემ რამე ჩამოიტანა კარასინთან მოლაპარაკების შედეგად? 2008 წლის ომის დროს, ჯაშუშობის გამო დაკავებული ძალიან ბევრი ქართველი, რომელიც ჩვენი სახელმწიფოსთვის ღირსეულად მუშაობდა, ჯერ ისევ საპატიმროში იხდიან სასჯელს რუსეთში და არ გამოუშვიათ მაშინ, როცა ჩვენ ყველა გავუშვით, აბსოლუტურად, ყველა. რის სანაცვლოდ? ყოველდღე რუსები მოიწევენ და ნახეთ, ბოლო პერიოდში ხურვალეთში რაც ხდება“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს