გაერო-ს განვითარების პროგრამისა და ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით საჯარო მოხელეებმა სასწავლო კურსი გაიარეს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით სასწავლო კურსი „საჯარო პოლიტიკის ანალიზი“ 170-ზე მეტმა საჯარო მოხელემ წარმატებით გაიარა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კახა კახიშვილმა, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა, ბრიტანეთის საელჩოს კარგი მმართველობის ფონდის პროექტების მენეჯერმა თამარ ტრაპაიძემ და საკონსულტაციო კომპანიის „ჯი-ი-სი“ პარტნიორმა გიორგი სიმონგულაშვილმა გადასცეს.

სასწავლო კურსი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობას ემსახურება და პასუხობს „საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევის“ ექვსი მიმართულებიდან ერთ-ერთს – პოლიტიკის შემუშავება და კოორდინაცია.

სასწავლო კურსის პროგრამა შემუშავდა კონსორციუმის მიერ ჩატარებული საჭიროებების შეფასების საფუძველზე და მიზნად ისახავდა საქართველოს სამინისტროების შესაძლებლობების გაძლიერებას სტრატეგიული დაგეგმვისა და პოლიტიკის შემუშავების მიმართულებით.

„მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება ძალიან მნიშნველოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რათა ზუსტად ვიცოდეთ განვითარების ტემპი, მთავრობის საქმიანობის შედეგები და გამოწვევები,” - განაცხადა კახა კახიშვილმა.

გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა კურსდამთავრებულებს ტრენინგების წარმატებით დასრულება მიულოცა და აღნიშნა, რომ საჯარო მოხელეების ახალი უნარები საჯარო სამსახურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას შეუწყობს ხელს. ასევე, უზრუნველყოფს, რომ მთავრობის პოლიტიკა - და მათი განხორციელებისათვის გამოყოფილი თანხები - დასახული მიზნების მიღწევისაკენ იქნება მიმართული.

საკონსულტაციო კომპანიის „ჯი-ი-სი“ პარტნიორმა, გიორგი სიმონგულაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული კურსების ინსტიტუციონალიზაცია მოხდება, რათა ყველა საჯარო მოხელემ, რომელიც პოლიტიკის დაგეგმვის მიმართულებით იმუშავებს, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მსგავსი კურსის გავლა შეძლოს.

გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP) და ბრიტანეთის მთავრობა ხელს უწყობენ საქართველოს მთავრობას მათი ფართომასშტაბიანი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერას ემსახურება.

შეხვედრას საქართველოს საჯარო სამსახურის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური ინსტიტუტებისა და დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო