„სტუ-ის სტუდენტურმა დღეებმა 2019 - ჯანსაღი ცხოვრებით, ჯანსაღი გარემოსთვის“ სტარტი აიღო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის დიდ დარბაზში, მასშტაბური სტუდენტური პროექტის გახსნის ცერემონია, პროექტის პრეზენტაცია და კონცერტი ჩატარდა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან აცნობეს.

„სტუ-ის სტუდენტურმა დღეებმა 2019 - ჯანსაღი ცხოვრებით, ჯანსაღი გარემოსთვის“ სტარტი აიღო. მასშტაბური სტუდენტური პროექტის გახსნის ღონისძიებას, რომელსაც ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, საქართველოს საპატრიარქოს, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ორგანიზება ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ გაუწია, ფინანსური მხარდაჭერა კი - ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და თბილისის მერიამ. სტუდენტური დღეების გახსნით კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ტექნიკური უნივერსიტეტის მუსიკალურმა ჯგუფებმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა - „მერანი“.

„სტუ-ის სტუდენტური დღეები 2019 - ჯანსაღი ცხოვრებით, ჯანსაღი გარემოსთვის“ 30 ივნისამდე გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში, მონაწილის სტატუსით ჩაერთვება 5 000-მდე სტუდენტი, ჩატარდება 100-ზე მეტი ღონისძიება სპორტული, კულტურული, ინტელექტუალური და საგანმანათლებლო მიმართულებით, პარალელურად, აქტიური პროპაგანდა გაეწევა ჯანსაღ გარემოზე ზრუნვას, მოეწყობა გამწვანებისა და დასუფთავების აქციები“, - ნათქვამია სტუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, ტექნიკური უნივერსიტეტის წლევანდელ სტუდენტურ პროექტს ნაწილობრივ აფინანსებს თბილისის მერია, ასევე, მხარს უჭერს სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები, რომელთაც დაწესებული აქვთ პრიზები სხვადასხვა ღონისძიებებში გამარჯვებულთათვის.

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობამ მსგავსი სტუდენტური პროექტები გასულ წლებშიც განახორციელა: 2017 წელს პროექტი მიეძღვნა ვიზალიბერალიზაციის მიღებას; 2018 წელს კი, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით, სიმბოლურად, 100 ღონისძიება ჩატარდა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო