გიორგი კანდელაკი - არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა მნიშვნელოვანია, მაგრამ „ოცნებას“ ისეთი ფორმულირებები შემოაქვს, რომ საფრთხე ექმნებათ ადამიანებს, თუ ისინი ერთმანეთს ეხმარებიან

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, ფინანსური სარგებლის მიზნით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის ხელშეწყობა დასჯადი ხდება, ემიგრანტებს საფრთხეს უქმნის.

როგორც გიორგი კანდელაკმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, ევროპაში უვიზო მიმოსვლას დაკარგვის საფრთხეს არა მეგობრების და ნათესავების დახმარება უქმნის, არამედ ქვეყანაში კრიმინალის ზრდა და სამუშაო ადგილების არარსებობა.

„არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავე დროს, ისეთი ფორმულირებები შემოაქვს „ქართულ ოცნებას“, რომ საფრთხე ექმნებათ ადამიანებს, თუ ისინი ერთმანეთს ეხმარებიან. პირველ რიგში, პრობლემაა ის, რომ საქართველოდან ადამიანები გარბიან გაჭირვების გამო, მაგრამ შემდეგ, ხშირად ხდება ისე, რომ სამუშაოს შოვნაში ან ამა თუ იმ ქვეყანაში დამკვიდრებაში, ნათესავები, ახლობლები, მეგობრები ერთმანეთს ეხმარებიან და ხელს უწყობენ და ეს უნდა გახდეს დასჯადი?! ეს პირველი შემთხვევა არ არის სამწუხაროდ, როცა დეკლარირებული ამოცანების შესრულებისას, „ქართული ოცნება“ აზარალებს ხალხს. იგივე საბანკო რეგულაციები შეგვიძლია გავიხსენოთ, რამდენი ადამიანი დააზარალა მან“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

კითხვაზე, რა ფაქტორები უქმნის საფრთხეს ევროპაში უვიზო მიმოსვლას, გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლას საფრთხეს უქმნის ორი რამ.

„პირველ რიგში, საქართველოში გაიზარდა კრიმინალი. ამას ადასტურებს თავად „ქართული ოცნების“ მთავრობის ოფიციალური სტატისტიკაც. მინისტრების სახლები გაქურდეს და მათ სახლებს თუ ქურდავენ, ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა როგორ უნდა იგრძნონ თავი დაცულად?! ეს ასევე მეტყველებს კრიმინალის ზრდის მასშტაბებზე. მთავრობის უნიათობის გამო, გაიზარდა კრიმინალი, სამწუხაროდ, ბუნებრივად ხდება ამ კრიმინალის გადინება ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ.

მეორე მიზეზი კი არის ის, რომ ქვეყანაში სიდუხჭირის, გაჭირვების ზრდის გამო, უფრო და უფრო მეტი ადამიანი გადის ქვეყნის გარეთ და ეძებს სამუშაოს. იმ პირობებში, როცა საზღვარგარეთ ძალიან მცირე მასშტაბით არსებობს ლეგალური იმიგრაციის შესაძლებლობები, შემდეგ უწევთ ადამიანების გარკვეული გზის მონახვა და ერთმანეთს ეხმარებიან და თუ ამის გამო დასჯა სურს „ქართულ ოცნებას“, ეს ვფიქრობ, პირიქით მოუბრუნდებათ“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა