დავით მათიკაშვილი - როგორი უღირსი და უზნეო საქციელიც არის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება, ასევე უღირსი და უზნეო საქციელია ასეთი რამის სხვისთვის დაბრალება

როგორი უღირსი და უზნეო საქციელიც არის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება, ასევე უღირსი და უზნეო საქციელია ასეთი რამის დაბრალება სხვა პირზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამით მათიკაშვილი გამოეხმაურა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით ეკა ბესელიას განცხადებას, სადაც ის ანრი ოხანაშვილს, სოფო კილაძესა და დავით მათიკაშვილს „კოლექტიურ ტერორისტებად" მოიხსენიებს.

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, ასეთ მსჯელობაში ჩაყოლას არ აპირებს.

„შემიძლია, მხოლოდ სამართალდამცველებს მოვუწოდო, რომ დროულად მოხდეს ყველა ასეთი საქმის გამოძიება, რათა წერტილი დაესვას სპეკულაციებს. ჩვენი პირველი ინეტერსია მოხდეს ამ და მსგავსი საქმეების დროული გამოძიება და პასუხი გაეცეს ყველა კითხვას,"- განაცხადა მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ დეპუტატმა ეკა ბესელიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დაუცველობის განცდა უჩდებათ ადამიანებს, როდესაც ხედავენ რამდენჯერ განხორციელდა პირადი სივრცის ხელყოფა, უკანონო ჩანაწერების გავრცელება და ისევ არ ჩანს ამ ყველაფრის ორგანიზატორი.

„მაგრამ, მაშინვე ჩნდებიან საჯარო კომენტარებით მათიკაშვილ-ოხანაშვილ -კილაძეები... (ყველას გვარს რა ჩამოთვლის. კოლექტიური ტერორისტები) მათი კომენტარები ისეთი ამაზრზენია, რომ განცდა გრჩება ამ მორალური ტერორის მონაწილეები თავადაც არიან. უხარიათ, ვერ მალავენ შურისძიების სურვილს, ვერ ახერხებენ ასეთ დროს მაინც თავშეკავებას თავდასხმისგან“, - წერს ეკა ბესელია.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა