კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის მასტერკლასი გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერის კვირეულის ფარგლებში, ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, სადაზღვევო კომპანია „ირაოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსის, ნინო მინდორაშვილის მასტერკლასი გაიმართა, თემაზე: „როგორ დავგეგმო კარიერა მარკეტინგის სფეროში?“ - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

ღონისძიების ფარგლებში მომხსენებელმა ნინო მინდორაშვილმა აუდიტორიას თავისი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა და იმ უნარ-ჩვევების შესახებ ესაუბრა, რომელიც აუცილებელია წარმატებული მარკეტინგისთვის. მინდორაშვილმა სტუდენტებს იმ ცოდნის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც დაინტერესებულ პირებს ეხმარება მარკეტინგის სფეროში წარმატების მისაღწევად.

წარმატებული მარკეტინგის სპეციალისტისთვის დამახასიათებელ უნარ-ჩვევებში, მომხსენებელმა ისეთი მნიშვნელოვანი ნიუანსები გამოყო, როგორიცაა მარტივი და სწრაფი ადაპტაციის უნარი. კრეატიულობა. შეუპოვრობა და თავდაჯერებულობა. მარცხთან შეგუება და სიახლეზე კონცენტრირება. თვითმოტივაციის უნარი. ინფორმაციის სწრაფად გააზრების უნარი და სხვ.

ნინო მინდორაშვილმა ყურადღება იმ გამოწვევებსა და ტენდენციებზე გაამახვილა, რომელიც მარკეტინგის სფეროშია, მათგან აღსანიშნავია სწრაფად ცვალებადი ბაზარი. მომხმარებლის ცვალებადი მოთხოვნილებები და ქცევა. ახალი ტექნოლოგიები, რომელიც მუდმივად ვითარდება. ფარული რეკლამის საჭიროება. Digital Marketing – 21-ე საუკუნის ახალი მარკეტინგი და ცვალებადი სოციალური მედია, ყოველწლიურად ახალი ტენდენციებით.

შეხვედრის დასასრულს მომხსენებელმა სტუდენტებს პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი რჩევები მისცა.

„ყოველთვის ეცადეთ მოხვდეთ იქ, სადაც მეტს ისწავლით. არასდროს გაჩერდეთ კომფორტის ზონაში. იფიქრეთ მუდმივად საკუთარი თავის განვითარებაზე. ახლავე დაიწყეთ სამსახურზე ფიქრი და ნუ დაელოდებით უნივერსიტეტის დამთავრებას. ყურადღება გაამახვილეთ Digital Marketing-ზე, ეს არის აწმყო და მომავალი, რომლის ცოდნაც გაგიმარტივებთ და გაგიკვლევთ გზას წარმატებისკენ“, -აღნიშნა ნინო მინდორაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კარიერის კვირეული კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სამსახურისა და ბიზნესის ფაკულტეტის ინიციატივით ტარდება, რომელიც 4 თემატურ ღონისძიებას ითვალისწინებს. კვირეული მიზნად ისახავს ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს კონკრეტული სპეციალობის არჩევასა და კარიერულ დაგეგმარებაში დაეხმაროს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა