სატვირთო ავტომანქანის მძღოლებისთვის ონლაინ სწავლების კურსი დაინერგა

სატვირთო ავტომანქანების მძღოლებისთვის აუცილებელი ტრენინგი უკვე ხელმისაწვდომია ელექტრონულად, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ეიპიემ ტერმინალს ფოთიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ფოთის საზღვაო ნავსადგურში საგზაო უსაფრთხოების სასწავლო პროგრამის ელექტრონული ვერსია დაინერგა. რამდენიმესაათიანი ტრენინგი, რომელსაც სატვირთო ავტომანქანების მძღოლები ამ დრომდე ფიზიკურად ესწრებოდნენ, ახლა შესაძლებელია, ბევრად შემცირებულ დროში, ელექტრონულად გაიარონ. სასარგებლო სიახლეს წარმოადგენს ისიც, რომ სწავლების გავლა უკვე 3 ენაზეა შესაძლებელი - ქართულად, ინგლისურად და რუსულად.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ცნობით, აღნიშნული პროგრამა ასევე ინტეგრირებულია საშვის რეგისტრაციის პროგრამასთან და სავალდებულოა ფოთის საზღვაო ნავსადგურში შემომავალი სატვირთო ავტომანქანების ყველა მძღოლისთვის.

„იმის გათვალისწინებით, რომ ნავსადგურში მიმდინარე პროცესები ძალზედ დინამიურია და ხშირად ცვალებადი, პროგრამაც პერიოდულად განახლდება, რათა შეესაბამებოდეს მოცემულ რეალობას“, - აცხადებენ ნავსადგურში.

„კურსი ხელმისაწვდომია ყველა მსურველისთვის, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიჰყვნენ მოცემულ ბმულს, დარეგისტრირდნენ და გაიარონ საგზაო უსაფრთხოების კურსი ვებ-გვერდზე: http://safetytraining.apmterminalspoti.com

შეგახსენებთ, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგურში 2017 წლიდან ტარდება საგზაო უსაფრთხოების ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავს პორტის ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას და სატვირთო ავტომანქანების მძღოლების ცნობიერების ამაღლებას საგზაო უსაფრთხოების კუთხით. 2017 წლიდან დღემდე უკვე 3600-ზე მეტმა მძღოლმა გაიარა აღნიშნული სასწავლო პროგრამა“, - აღნიშნულია „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა