საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოადგილე - ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ისე მჭიდრო, როგორც ახლა

ასოცირების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიშის ზოგადი სურათი პოზიტიურია, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოადგილემ კარლო ნატალემ განაცხადა.

„გამოქვეყნებულია ასოცირების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში. ეს ანგარიში თანამშრომლობის ყველა მნიშვნელოვან სფეროს მოიცავს. ანგარიშის ზოგადი სურათი პოზიტიურია. ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველო განაგრძობს პროგრესს რეფორმების კუთხით. ადრეც გვითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ისე მჭიდრო, როგორც ახლა. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს თანამშრომლობას ხელშესახები შედეგები მოაქვს. 2017 წლიდან საქართველოს 300 000-ზე მეტმა მოქალაქემ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით ისარგებლა. ასევე გაიზარდა იმ ქართული კომპანიების რიცხვი, რომლებიც თავისი პროდუქციის ექსპორტს ახორციელებენ ევროკავშირში. ეს მიღწევები შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის ინტენსიური მობილიზებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გარეშე. სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს თამაშობს პოლიტიკის შემუშავებაში და მთავრობის ზედამხედველობაში. ეს ასეც უნდა იყოს, ვინაიდან სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვანი აქტორია ნებისმიერ დემოკრატიულ სისტემაში. სამოქალაქო საზოგადოება ხალხის ხმაა. სამოქალაქო საზოგადოება ძლიერია საქართველოში, თუმცა მისი მდგრადობა და შესაძლებლობები გაუმჯობესებას მოითხოვს, განსაკუთრებით რეგიონებში“, - განაცხადა მან.

22.09.2025 / 09:13

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025
ირაკლი კობახიძე დუშეთის #2 საჯარო სკოლას ეწვია