სასამართლო პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერის „იუთუბიზე“ ატვირთვის ბრალდებით დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლო პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის „იუთუბიზე“ ატვირთვის ბრალდებით აჭარაში დაკავებული 18 წლის მირიან მჟავანაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

როგორც ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა, გიორგი მუკბანიანმა განუცხადა, პროკურატურა მჟავანაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას საპატიმრო უზრუნველყოფით მოითხოვს.

„ბრალდებულის მიმართ მოპოვებულია მტკიცებულებათა ერთობლიობა, მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას, კერძოდ, უკანონოდ მოპოვებას, შენახვას და გავრცელებას.

მისი ტელეფონიდან ამოღებულია ვიდეოჩანაწერი, აგრეთვე სხვა მტკიცებულებები. სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მივმართეთ საპატიმრო უზრუნველყოფით", - განაცხადა მუკბანიანმა.

მირიან მჟავანაძე პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის „იუთუბიზე“ ატვირთვის ბრალდებით, რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში, სამართალდამცავებმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით, 19 პირი დააკავეს. მათგან 14 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ, 4 პირს კი, პატიმრობა. 28 მარტს, პატიმრობაში მყოფი ბრალდებულები სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ყველა მათგანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვთ წარდგენილი.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს