მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში ბლოკი „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“  დარეგისტრირდა

მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში ბლოკი „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“ ოფიციალურად დარეგისტრირდა. „ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიას თქმით, ერთობის მიზანია იმ სისტემის დასრულება, რომელიც ჩაგრავს ადამიანს და რომელიც ცდილობს სასამართლო ხელისუფლების მიტაცებას.

„ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა ადამიანის უფლებების უზენაესობაზე დაფუძნებული ქვეყნის შენება დავიწყოთ, ეს არის ის ფასეულობები და პრინციპები, რის გარშემოც ჩვენ გავერთიანდით, მათ შორის ჩვენი წარსულის კარგად გააზრებით თუ რა ტიპის შეცდომები დავუშვით ამ მიმართულებით. პირველი ნაბიჯი ამ ერთობის გამარჯვების და ცვლილებების მოტანის იქნება სწორედ მთაწმინდის არჩევნები, სადაც ჩვენ გვეყოლება საერთო კანდიდატი“, - განაცხადა ელენე ხოშტარია.

ამასთან, ნინო გოგუაძის თქმით, ბლოკი „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“ მთაწმინდის შუალედური არჩევნებისთვის შეიქმნა, თუმცა პარტიებს შორის ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება და 2020 წლის არჩევნებისთვის შესაძლოა კვლავ გაერთიანდნენ, არსებული ხელისუფლების შესაცვლელად.

„დღეს ოფიციალურად დავარეგისტრირეთ საარჩევნო ბლოკი „ევროპული საქართველო“- „თავისუფალი დემოკტრატები“. ჩვენი ბლოკის კანდიდატი არის შალვა შავგულიძე, ჩვენ არც ენერგია და არც დასაკარგი დრო არ გვაქვს, უნდა გავიმარჯვოთ ამ არჩევნებში და ხელისუფლებას ვუთხრათ, რომ მას არ გაუვა საკუთარი ხალხის და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის განხორციელება“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

იხილეთ ვიდეო: მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში ბლოკი "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" დარეგისტრირდა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა