მარჯანიშვილის თეატრში ნოდარ მგალობლიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

მარჯანიშვილის თეატრში ქართული თეატრისა და კინოს მსახიობის ნოდარ მგალობლიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. მსახიობს პატივი მიაგეს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ თბილისის მერი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე.

ნოდარ მგალობლიშვილს დღეს მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. ნოდარ მგალობლიშვილი 26 მარტს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსახიობი 1931 წლის 15 ივლისს საგარეჯოს რიონის სოფელ გომბორში დაიბადა, დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1954 წლიდან მუშაობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში. მისი ადრეული პერიოდის როლებიდან გამოირჩევა მაქსიმ გორკის "ფსკერზე", ჰენრიკ იბსენის "მოჩვენება". მოგვიანებით ლეო ქიაჩელის "ჰაკი აძბა", იაგოს როლი უილიამ შექსპირის "ოტელოში", თეიმურაზ ხევისთავი მიხეილ ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნებში" და ა.შ.

ნოდარ მგალობლიშვილი გადაღებულია არაერთ კინოფილმში. მინიჭებული ჰქონდა დამსახურებული არტისტისა და სახალხო არტისტის წოდებები.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“
სოკარმა Italiana Petroli-ს შეძენის პროცესი დაასრულა
სილქ+ ახალ პაკეტებში ყველაზე პოპულარული მობილური პირობები გაერთიანდა
მსოფლიოში პირველი Rotana-ს მთის კურორტი გუდაურში აშენდება