უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის 39 კანდიდატია დარეგისტრირებული.

უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადით ირჩევენ.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნოდ ქვეყნის ტერიტორია 199 ტერიტორიულ საარჩევნო ოლქად არის დაყოფილი.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გასამარჯვებლად კანდიდატმა 50% პლუს ერთი ხმა უნდა მიიღოს. იმ შემთხვევაში თუ ვერც ერთი კანდიდატი პირველ ტურში გასამარჯვებლად ხმების საჭირო რაოდენობას ვერ მიიღებს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ორი კვირის განმავლობაში გაიმართება.

საპრეზიდენტო არჩევნების მომზადების და ჩატარებისთვის უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2.3 მილიარდი გრივნაა გამოყოფილი (84 მილიონი აშშ დოლარი).

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად საარჩევნო კომისიამ 44 კანდიდატი დაარეგისტრირა, თუმცა ხუთმა პირმა მოგვიანებით საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

საარჩევნო უბნები 31 მარტს ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. სულ ქვეყნის მასშტაბით 29 888 საარჩევნო უბანი გაიხსნება, ხოლო საზღვარგარეთ კი 101 საარჩევნო უბანი. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ტერიტორიაზე საარჩევნო უბნები არ გაიხსნება.

არჩევნების მსვლელობას 2 344 ოფიციალური დამკვირვებელი დააკვირდება, რომლებიც 18 ქვეყანასა და 18 საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენენ, მათ შორის ეუთო-ს, ევროპარლამენტს და ა.შ. შეგახსენებთ, რომ უკრაინის ხელისუფლებამ არჩევნებზე რუსი დამკვირვებლები არ დაუშვა.

წინასაარჩევნო გამოკითხვების შედეგების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტად ცნობილი მსახიობი და კომიკოსი ვლადიმერ ზელენსკი ითვლება. მისი რეიტინგი 28%-ს შეადგენს. მოქმედი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს რეიტინგი 18%-ს შეადგენს, ხოლო პარტია „ბატკივშინას“ ლიდერის იულია ტიმოშენკოს რეიტინგი კი 17%-ია.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო