სერგეი ლავროვი - მიუხედავად არაერთი დარღვევისა, დასავლეთი უკრაინაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს ლეგიტიმურად მიიჩნევს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, მას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ მიუხედავად არაერთი დარღვევისა, დასავლეთი უკრაინაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს ლეგიტიმურად მიიჩნევს.

რუსულ მედიასთან საუბრისას ლავროვმა აღნიშნა, რომ მოსკოვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მინსკის შეთანხმებების შესრულება.

შეგახსენებთ, აღნიშნული შეთანხმება აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას ისახავს მიზნად. უკრაინაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის და პრორუსული ძალების მიერ კონტროლირებადი აღმოსავლეთ რეგიონების მოსახლეობამ ვერ მიიღო მონაწილეობა. რაც შეეხება არჩევნების პროცესის შეფასებას, როგორც საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს, საერთო ჯამში არჩევნების პირველი ტური მშვიდად და მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩატარდა.

იხილეთ ვიდეო: სერგეი ლავროვის თქმით, მას ეჭვი არ ეპარება რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებს დასავლეთი ლეგიტიმურად აღიარებს

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
07.07.2025 / 08:38
სერგეი ლავროვი - მიუხედავად არაერთი დარღვევისა, დასავლეთი უკრაინაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს ლეგიტიმურად მიიჩნევს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, მას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ მიუხედავად არაერთი დარღვევისა, დასავლეთი უკრაინაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს ლეგიტიმურად მიიჩნევს.

რუსულ მედიასთან საუბრისას ლავროვმა აღნიშნა, რომ მოსკოვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მინსკის შეთანხმებების შესრულება.

შეგახსენებთ, აღნიშნული შეთანხმება აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას ისახავს მიზნად. უკრაინაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის და პრორუსული ძალების მიერ კონტროლირებადი აღმოსავლეთ რეგიონების მოსახლეობამ ვერ მიიღო მონაწილეობა. რაც შეეხება არჩევნების პროცესის შეფასებას, როგორც საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს, საერთო ჯამში არჩევნების პირველი ტური მშვიდად და მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩატარდა.

იხილეთ ვიდეო: სერგეი ლავროვის თქმით, მას ეჭვი არ ეპარება რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებს დასავლეთი ლეგიტიმურად აღიარებს

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს