„ჯორჯიან მანგანეზის“ დაფინანსებით, ზესტაფონის დღის ცენტრის აღსაზრდელები თექისა და ფერწერის კურსებს გაივლიან

„ჯორჯიან მანგანეზის“ დაფინანსებით, ზესტაფონის დღის ცენტრის აღსაზრდელებისთვის ჭრა-კერვის, ქარგვისა და ქსოვის შემსწავლელ კურსებს თექისა და ფერწერის კურსები დაემატა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან მანგანეზიდან“ აცნობეს.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მასტერკლასები ბავშვებს პროფესიონალმა სპეციალისტებმა ჩაუტარეს, მათ შორის იყო დიზაინერი ანუკი არეშიძე.

„ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა არასამთავრობო ორგანიზაცია „ცხოვრების მეგზურის“ 15 ბენეფიციარი მოზარდი თექისა და ფერწერის 2-თვიან კურსს გაივლის. კურსისთვის საჭირო მასალა – ნაჭრები, ბისერი, აქსესუარები და სხვ. ანუკი არეშიძემ დღის ცენტრს უსასყიდლოდ გადასცა. ამასთანავე, ბავშვები ჭრა-კერვის კურსს დიზაინერის მონაწილეობითა და მისი მეთვალყურეობის ქვეშ გაივლიან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ცენტრის დირექტორის, რუსუდან მუმლაძის თქმით, კურსი პირველ ივნისამდე გაგრძელდება და მის ფარგლებში აღსაზრდელების მიერ დამზადებული ნამუშევრები პირველ ივნისს, „ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს“ გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი.

„დღის ცენტრში ჩამოსულები იყვნენ და ჩაატარეს მასტერკლასი თექის დამზადებასა და ქსოვაში. როგორც გვითხრეს, პირველ ივნისამდე, ამ ორ თვეში, დაახლოებით, 3-4 მასტერკლასს კიდევ ჩაატარებენ და შემდეგ უკვე ჩვენი აღსაზრდელების ნამუშევრები „ბავშვთა საერთაშორისო დღეს“ გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი“, - განაცხადა „კვირასთან“ საუბრისას რუსუდან მუმლაძემ.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია „ცხოვრების მეგზური“, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მხარდაჭერით, ოც წელზე მეტია, საქმიანობს. აღსაზრდელები დღის ცენტრში სხვადასხვა ხელობასა და ხელსაქმეს სწავლობენ, რაც, შემდგომში, მათ ცხოვრების დამოუკიდებლად გაგრძელებაში დაეხმარება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა