მეუფე პეტრე ივანიშვილის სამეგრელოში სტუმრობაზე - მე ამას უფრო დავარქმევდი მომლოცველობას - მე ასეთი დამოკიდებულებით შევხვდი სტუმარს

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე საუბრობს. როგორც მეუფე პეტრემ „რუსთავი 2“-ს განუცხადა, ჭყონდიდის ეპარქიაში მისულ ბიძინა ივანიშვილთან საუბრისას ე.წ. ციანიდის საქმეზეც ისაუბრეს. მისივე თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილთან საუბარი არ ყოფილა.

„მე ამას უფრო დავარქმევდი სამეგრელოში მომლოცველობას. მე ასეთი დამოკიდებულებით შევხვდი სტუმარს. გულთამხილავი მხოლოდ უფალია და მე ვერ ავიღებ ჩემს თავზე ამ პასუხისმგებლობას. ღმერთმა იცის ვინ რა გულით მოდის ტაძარში“, - განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა.

ამასთან მეუფე პეტრეს ინფორმაციით, საუბარი შეეხო ციანიდის საქმესაც.

„შარში რომ გაეხვა, როგორც ხელისუფლება, ისე ეკლესია, ციანიდის საქმით, მე ვკითხე და როგორი დასკვნაც გამოვიტანე, საპატრიარქოს პასუხისმგებლობაა ახლა მისი შეწყალება. ხელისუფლებას არანაირი პრობლემა არ აქვს, რომ საპატრიარქომ იშუამდგომლოს და პრეზიდენტმა შეიწყალოს“, - აღნიშნა მეუფე პეტრემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს