თამარ ხოლორდავა - „სისხლის სამართლის კოდექსის“ სანქციის ქვეშ არ მოექცევა პირი, რომელიც თავად არღვევს სავიზო რეჟიმს

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხოლორდავას განცხადებით, „სისხლის სამართლის კოდექსის“ სანქციის ქვეშ არ მოექცევა პირი, რომელიც თავად არღვევს სავიზო რეჟიმს.

შესაბამისი განმარტება ხულორდავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც მეორე მოსმენით - მუხლობრივად იხილავენ პროექტს, რომლის თანახმად, სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედება ხდება, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა ან უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქისთვის მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელის შეწყობა და ორგანიზება. კანონპროექტი აღნიშნული დანაშაულისთვის სისხლის სამართლის სანქციებს ითვალისწინებს.

„კანონის მიღების მიზანია, მოხდეს იმ პირების დასჯა, რომლებიც წინასწარი შეცნობით, ფინანსური და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ხელს უწყობენ უკანონო მიგრაციას. კანონი არ გულისხმობს იმას, რომ რაიმე სახის სანქციების ქვეშ მოექცნენ პირები, რომლებიც თვითონ არღვევენ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს, თუმცა კანონი მხოლოდ ევროკავშირთან მიმართებაში არ უნდა განვიხილოთ. ადამიანს, რომელმაც უკვე რეჟიმი დაარღვია და იმყოფება უცხო ქვეყანაში, როგორც უკანონო მიგრანტი და საქართველოში დაბრუნება უნდა, საქართველოში რაიმეს სახის სანქცია არ ემუქრება“, - განაცხადა ხულორდავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

დეპუტატის ინფორმაციით, კანონის მიღების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი არის ის, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემდეგ, უკანონო მიგრაციამ იმატა.

“ამიტომ ჩვენი პარტნიორები გვთხოვენ, აქტიური ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ და ვაჩვენოთ სახელმწიფოს პოლიტიკა და სახელმწიფოს დამოკიდებულება, რომ ხელს კი არ ვუწყობთ ქვეყნიდან ხალხის უკანონოდ გადინებას და უკანონო მიგრაციას, არამედ სახელმწიფოს პოლიტიკა არის ის, რომ ასეთი ქმედება აღიქმება დანაშაულად და მას სახელმწიფის მხრიდან შესაბამისი ქმედებები მოჰყვება“, - აღნიშნა თამარ ხულორდავამ დეპუტატების შეკითხვების საპასუხოდ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა