„სოლიდარობის ქსელი“ ჭავჭავაძის გამზირზე გამართულ აქციასთან დაკავშირებით კახა კალაძის განცხადებას პასუხობს

„სოლიდარობის ქსელის“ წარმომადგენლის ნელი ჩარკვიანის განცხადებით, შრომითი უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე მისულ პარტიების წარმომადგენლებს, ქსელის აქტივისტებმა განუცხადეს, რომ მათთან ერთად არ იბრძოლებდნენ.

ამ განცხადებით ნელი ჩარკვიანი დღევანდელ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას, რომლის მიხედვით, 31 მარტს ჭავჭავაძის გამზირზე გამართულ აქციას თან ახლდა პოლიტიკური შემადგენელი.

როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, ის მოძრაობა, რომელიც ახალგაზრდების შემადგენლობით ნელ-ნელა იქმნება, აბსოლუტურად დაცლილია პარტიულობისგან.

„მინდა თბილისის მერს მივმართო, რომ დიახ, ჩვენ ვართ ახალგაზრდები, თუმცა ეს არ ნიშნავს ჩვენს არაკომპეტენტურობას. "სოლიდარობის ქსელი" წარმოადგენს დამოუკიდებელ პროფკავშირებს და უკვე რამდენიმე წელია, დასაქმებულებთან ერთად იბრძვის სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის გაუმჯობესებისთვის. შესაბამისად, ჩვენ დავაგროვეთ გამოცდილება დასაქმებულებთან ბრძოლის, რადგან ქვეყანაში წინა ხელისუფლებამ უკვე დაამკვიდრა არაჰუმანური პოლიტიკა, რომელსაც არ აინტერესებს ადამიანი და აინტერესებს მხოლოდ ბიზნესი. ეს არ არის მოძრაობა, რომელიც მმართველ პარტიას ეწინაღმდეგება. ჩვენ ვიბრძვით უკეთესი სოციალური სახელმწიფოსთვის, რომელიც დღემდე არ გვაქვს ამ ქვეყანაში", - განაცხადა ნელი ჩარკვიანმა.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია