სახანძრო მანქანა, რომელმაც მარტვილის მამათა მონასტერში ხანძარი ჩააქრო, გზაში ამოტრიალდა

სახანძრო მანქანა, რომელმაც მარტვილის მამათა მონასტერში ხანძარი ჩააქრო, გზაში ამოტრიალდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ავტოსაგზაო შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სამაშველო ჯგუფი მარტვილიდან სენაკში ბრუნდებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძარი მარტვილის მამათა მონასტერში დღის მეორე ნახევარში გაჩნდა. ხანძრის შედეგად დამწვარია 200 კვ.მ. ფართობი. ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი ტაძრის კელიაში სანთელმა გამოიწვია.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“
სოკარმა Italiana Petroli-ს შეძენის პროცესი დაასრულა
სილქ+ ახალ პაკეტებში ყველაზე პოპულარული მობილური პირობები გაერთიანდა
მსოფლიოში პირველი Rotana-ს მთის კურორტი გუდაურში აშენდება