ფინეთის სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან მემორანდუმი გაფორმდა

ფინეთში სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და პარლამენტის ერთობლივი დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და ფინეთის უმაღლეს აუდიტორულ უწყებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ხელშეკრულებას, ჰელსინკში ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის გენერალურმა აუდიტორებმა - ირაკლი მექვაბიშვილმა და ტუტი ილი ვიიკარიმ.

მისივე ცნობით, საქართველოსა და ფინეთის უმაღლესი აუდიტორული უწყებების თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების ინიციატივა მარტის დასაწყისში, იერუსალიმში გამართული EUROSAI-ASOSAI კონფერენციის ფარგლებში გაჩნდა.

„კონფერენციაზე ფინეთის გენერალური აუდიტორის ინტერესი გამოიწვია რეკომენდაციების მონიტორინგის მექანიზმმა, რის შესახებაც ირაკლი მექვაბიშვილმა კონფერენციაზე წარდგენილ პრეზენტაციაში ისაუბრა.

ორი ქვეყნის გენერალური აუდიტორების მიერ ჰელსინკში ხელმოწერილი მემორანდუმი აუდიტორული საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებაზე გამოცდილებების გაზიარებას ითვალისწინებს. ვიზიტის ფარგლებში ფინეთის სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც ორი ქვეყნის აუდიტორებმა აუდიტის მიმართულებებზე, რისკზე დაფუძნებული აუდიტის დაგეგმვასა და ხარისხის უზრუნველყოფაზე, გავლენის შეფასების მეთოდოლოგიასა და პრაქტიკასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ლატვიასა და ფინეთში საქართველოს დელეგაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წარმოადგენდა“, - აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, დელეგაციის ვიზიტი ევროკავშირის პროექტის - „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება" ფარგლებში განხორციელდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა