ლევან იზორია - რელიგიური მოტივით სავალდებულო გაწვევაზე უარის თქმა მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა, მაგრამ მოტივი დასაბუთებული უნდა იყოს

რელიგიური მოტივით სავალდებულო გაწვევაზე უარის თქმა მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა, მაგრამ რელიგიური მოტივი ნამდვილი და დასაბუთებული უნდა იყოს - ეს არ უნდა იყოს მანიპულაციის საგანი, - ამის შესახებ დღეს პარლამენტში თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ვინც რელიგიური მოტივით სავალდებულო სამხედრო სამსახურს არ მოიხდის, მას ალტერნატიული სამსახურის გავლის საშუალება უნდა ჰქონდეს.

“ეს უკავშირდება ვალდებულებას და არა იძულებას. მაგალითად, ლიეტუვაში საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ ჩანაწერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, რომ აქ არავითარ დისკრიმინაციას ადგილი არა აქვს. არ შეიძლება რელიგიური ნიშნით ეს მოვალეობა მოქალაქეებს სხვადასხვანაირად დავაკისროთ, არამედ თანასწორობის პრინციპის გათვალისწინებით მიდგომა ყველას მიმართ თანაბარი უნდა იყოს“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას უსმენენ.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს