კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკის საქმიანობისთვის ხელის შეშლის მცდელობა, მათ შორის საქმის ძირითადი არსის გადაფარვის მცდელობით და არასწორი ინფორმაციის გავრცელებით, არანორმალური პროცესია

ეროვნული ბანკის საქმიანობისთვის ხელის შეშლის მცდელობა, მათ შორის საქმის ძირითადი არსის გადაფარვის მცდელობით და არასწორი ინფორმაციის გავრცელებით, არანორმალური პროცესია, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „თიბისი ბანკის“ საქმეზე საუბრისას განაცხადა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, მათი საზედამხედველო გადაწყვეტილებები გასაჩივრებას ექვემდებარება, რაც მან მამუკა ხაზარაძეს პირადადაც უთხრა, როდესაც მას შეხვდა. თუმცა ამასთან გვენეტაძემ აღნიშნა, რომ მას არ ახსოვს საქმე, რომელიც ეროვნულ ბანკის საზედამხედველო გადაწყვეტილებას ეხებოდა და ის დავა ბანკს სასამართლოში წაეგო.

„ჩვენი საზედამხედველო გადაწყვეტილებები გასაჩივრებას ექვემდებარება, რაც ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, რადგან არავის მოსწონს, როცა მის მიმართ სანქციას იყენებენ ხოლმე, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე საკითხს დეტალურად ვსწავლობთ და მე არ მახსოვს ეროვნულ ბანკს წაეგოს რომელიმე სასამართლო პროცესი, რომელიც ჩვენს საზედამხედველო ზომას შეეხებოდა. მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საჯაროდაც განაცხადეს, რომ ისინი როგორც ფიზიკური პირები გააგრძელებენ სამართლებრივ დავას ეროვნული ბანკის წინააღმდეგ და ალბათ არავის არ ეპარება ეჭვი, რომ თავიანთი ინტერესების დასაცავად, მათ საკმარისი რესურსი გააჩნიათ, თუმცა ეროვნული ბანკის საქმიანობისთვის ხელის შეშლის მცდელობა, მათ შორის საქმის ძირითადი არსის გადაფარვის მცდელობით და არასწორი ინფორმაციის გავრცელებით, არანორმალური პროცესია“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა