ზუგდიდში ,,ახალგაზრდული სივრცე“ აშენდება

ზუგდიდში, პირველი ახალგაზრდული ფორუმი ,,ახალგაზრდები ზუგდიდისთვის“ გაიმართა. აღნიშნულის შესახებ, „ინტერპრესნიუსს“ პიარ საკონსულტაციო ჯგუფიდან აცნობეს.

„400 ახალგაზრდამ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკითხებზე და ახალი ინიციატივების განხორციელებაზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე ახალგაზრდებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის უფროსმა ირაკლი ჩიქოვანმა, ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი შენგელიამ და მედიაპროექტ „ეტალონის“ წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა მიმართეს.

ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი შენგელიამ, ახალგაზრდებს ახალი პროექტი გააცნო, რომელიც პირველად ზუგდიდში განხორციელდება. ახალი სივრცე, ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს თანამედროვე გარემოში იმუშაონ, გაერთონ და სპორტული ცხოვრებით დაკავდნენ. ახალ შენობაში განთავსდება კაფეები, სპორტული და ლიტერატურული კუთხეები, სამუშაო და გასართობი ოთახები.

ფორუმის მიზანი მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკითხზე მსჯელობა, მათი საჭიროებებსა და მოთხოვნებზე დამყარებული ინიციატივების განხილვა და შემდგომი განხორციელებაა.

შეხვედრა მნიშვნელოვანია ადგილობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების დაახლოებას და მათი ჩართულობის გაზრდას მუნიციპალურ საკითხებში.

ახალგაზრდულ ფორუმს ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ედიშერ თოლორაია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია პიარ საკონსულტაციო ჯგუფის მიერ გავერცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა