საგარეო უწყების განცხადებით, მალტაში დაჭრილი პირების იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა და შესაბამისად უცნობია, არის თუ არა ერთ-ერთი დაჭრილი საქართველოს მოქალაქე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯერჯერობით ვერ დასტურდება მალტაში სროლის შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი პირი არის თუ არა საქართველოს მოქალაქე. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო უწყებაში განუცხადეს, მალტაში სამართალდამცველებს ჯერ არ მოუხდენიათ დაჭრილი პირების იდენტიფიცირება.

შეგახსენებთ, რომ მალტაში, ქალაქ ბირზებუჯაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი, რომელთაგან ერთი, არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეა.

როგორც გამოცემა Malta Today იუწყება, ინციდენტი გუშინ, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე მოხდა.

როგორც ირკვევა, უცნობმა პირმა, რომელიც Toyota-ს მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა, სამ მიგრანტ მუშას გაუხსნა ცეცხლი.

პოლიციას ჯერ არ დაუკავებია დამნაშავე. სამართალდამცავები ოპერატიულ ღონისძიებებს ატარებენ მის დასაკავებლად. ასევე უცნობია ინციდენტის მოტივები.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს