ადვოკატი - დავით ბაგრატიონმა ავიაბილეთი დედის ავადმყოფობის გაგებამდე აიღო - ესპანეთში წასვლამდე ანას ისე გამოემშვიდობა, თითქოს მეორედ ვეღარ ნახავდა

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის დედა ხშირად ავადმყოფობდა, დავითმა კი მაინცდამაინც მაშინ გადაწყვიტა მზრუნველი შვილის იმიჯი მოერგო, როცა გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ ანა ბაგრატიონ- გრუზინსკის ადვოკატმა ლევან გორელაშვილმა განაცხადა.

მან ისაუბრა ახალი დეტალების შესახებ ანა ბაგრატიონზე ძალადობის საქმეში და მედიას ახალი მტკიცებულებები წარუდგინა.

"მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან ცრუ ბრალდებები, ჭორაობა და არასწორი ინფორმაციები ისმის, ამიტომ ჩვენ იძულებულები ვართ, მათ ვუპასუხოთ. დავით ბაგრატიონ-მუხრანელი გაიქცა საქართველოდან, ამ ფორმით ის გაექცა პასუხისმგებლობას, ვინაიდან რამდენიმე დღეში შეიძლებოდა, საზღვარი ვერ გადაეკვეთა, ახლა კი მან გამოძიებას გაასწრო. მართლები არსად გარბიან, ისინი რჩებიან და თავიანთ სიმართლეს ამტკიცებენ. ამან კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით წასვლა გამოგონილი საბაბია. ეს ქალბატონი 77 წლისაა და მართლაც, არაა გამორციხული, ცუდად იყოს. ის დავითის და ანას თანაცხოვრების პერიოდში ხშირად ავადმყოფობდა და ბოლო ზამთარში, ახალი წლის პერიოდში მართლა ცუდად იყო. დავითმა ანას უთხრა, რომ დედამისი აპარატზე იყო მიერთებული - შესაძლოა, ვერც გადაიტანოს ავადმყოფობაო. მაგრამ მას რატომღაც მაშინ დედამისთან ჩასვლის სურვილი არ გასჩენია, მაინცდამაინც გამოძიება რომ დაიწყო, მაშინ გადაწყვიტა, მზრუნველი შვილის იმიჯი მოერგო. საინტერესოა, რომ როგორც დავითის ადვოკატის, ლევან ჩხეიძისგან გახდა ცნობილი, ქალბატონი შუაღამეს გახდა ცუდად და დავითიც შუაღამესვე გაფრინდა. მაგრამ შუაღამემდე საკმაოდ ადრე, შუადღეს დავითი ანას დაუკავშირდა, რისი შემსწრეც პირადად ვიყავი. ზარი უცნაური იყო, რადგან ისინი ზარებით არ კონტაქტობენ. საუბარი პირადად მოვისმინე, რომელიც ძალიან უცნაური იყო. დავითი ცრემლებამდე აღელვებული იყო და მოითხოვდა, ანას კარგად ეპატრონა მათი შვილისთვის. იგი არ პასუხობდა ანას კითხვებს, დედის შესახებ არაფერი უხსენებია და ანას საუბრის ბოლოს ისე გამოემშვიდობა, თითქოს მეორედ ამ ადამიანს ცხოვრებაში ვეღარ ნახავდა. ამან გვაფიქრებინა, რომ მას ჯერ კიდევ შუადღით ჰქონდა განზრახული საქართველოს დატოვება. ამას გარდა, დავითის მიერ ავიაბილეთების შეძენა მნიშვნელოვნად უსწრებს მისი დედის ცუდად გახდომის პერიოდს, რაც კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ დედის ცუდად გახდომა საქართველოს დატოვების საბაბია",- განაცხადა გორელაშვილმა.

ის შეეხო ძალადობის საკითხსაც და აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე მხარის განცხადებები, თითქოს დავითსა და ანას ერთ ჭერქვეშ არ უცხოვრიათ, სიმართლეს არ შეესაბამება და ამის კონკრეტული მტკიცებულება არსებობს.

"ბატონი ლევანი ამბობდა, რომ ესპანეთიდან ჩამოსვლის შემდგომ ცოლ-ქმარს ერთი ღამეც არ ჰქონდათ ერთად გატარებული, საგურამოში არასდროს დარჩენილან ერთად. ჩვენ მიერ მოპოვებულია ახალი მტკიცებილებები, რომელთაც ვერ გავასაჯაროებ, რადგან დღესვე გაიგზავნება საგამოძიებო ორგანოში. ეს არის ანას ტელეფონის ნომრის ტელეკომპანიიდან მიღებული დეტალური ამონაწერი. ანას ნომერზე 2013 წლის შემდგომ ზარი საგურამოს ზონაში 700-ზე მეტჯერ არის დაფიქსირებული. ძალადობის დღეს, კერძოდ, 2014 წლის 9 მაისს, 21:35 საათზე მის ტელეფონზე ზარი დაფიქსირებულია საგურამოს ანძის მიერ, რაც ადასტურებს, რომ იგი ძალადობის დროს საგურამოში იყო. მოვახერხეთ და მოვიპოვეთ - მხოლოდ და მხოლოდ კანონიერი გზით, - იგივე მტკიცებულება არსებობს დავითის ტელეფონის ნომერზეც, რომელზეც ასევე ფიქსირდება ზარი ძალადობის პერიოდში. ეს ნიშნავს, რომ ძალადობის დროს ანაც და დავითიც საგურამოში იმყოფებოდნენ. ერთ სამოქალაქო დავაზე, საოჯახო დავასთან დაკავშირებით 3 მოწმე იყო გამოკითხული მოწინააღმდეგე მხარის მიერ. მათ სასამართლოს ორკესტრირებილად მისცეს ცრუ ჩვენებები და თქვეს, რომ ანას საგურამოში არასდროს უცხოვრია, თვალით არ უნახავთ და ა.შ. ეს ზუსტად საპირისპიროა იმისა, რაც ჩვენი მტკიცებულებით დგინდება. ორივე ერთად - ამონაწერი და მათი ჩვენება სიმართლე ვერ იქნება, ეს გამორიცხულია. ხოლო თუ ფიცის ქვეშ ცრუ ჩვენებას ჰქონდა ადგილი, სისხლის სამართლის დანაშაულია. მოწმეებს მოვუწოდებ, მივიდნენ სასამართლოში და გამოკვეთონ ადამიანები, ვინც დაავალა, ცრუ ჩვენებები მიეცათ და თუ ეს ლევნ ჩხეიძე აღმოჩნდა, მე მგონი, ის დროა, ისიც ჯავშნიდეს 1-2 ბილეთს ესპანეთის მიმართულებით", - განაცხადა გორელაშვილმა.

ადვოკატმა კომენტარი გააკეთა შორენა ბეგაშვილის შესაძლო გამოკითხვასთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ მას მხოლოდ საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაცია აქვს და არ იცის, აპირებს თუ არა საგამოძიებო ორგანო ბეგაშვილის დაკითხვას, თუმცა ეს გამორიცხული არ არის.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო