არჩილ თალაკვაძე რომან გოცირიძეს - თუ ასეთი კარგი ხედვა გქონდათ, რატომ ჩაგანაცვლეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოზიციაზე?!

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე დეპუტატ რომან გოცირიძის მიერ ეროვნული ბანკის მიმართ გამოთქმულ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს გამოეხმაურა.

„ბატონო რომან, თქვენ შთამბეჭდავი გეგმები და ინიციატივები წარმოადგინეთ წინა სხდომაზე, მაგრამ ერთი რამე კი გვიკვირს ამ გამოსვლაში. თუ ასეთი კარგი ხედვა გქონდათ და თქვენი თანაგუნდელები ასე გიჭერდნენ მხარს, მაშინ მაინტერესებს რატომ მოგთხოვეს პოზიციის დატოვება და რატომ ჩაგანაცვლეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოზიციაზე?! მართლაც გაუგებარია. თუ ამას კარგად აგვიხსნით, არ გამოვრციხავთ ამაზე საუბარი გავაგრძელოთ კიდევ მომავალში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დეპუტატი პასუხისმგებლიან დაკრედიტების რეფორმასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიზნები მიღწეულია.

„ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები, რომელიც პასუხისმგებლიან დაკრედიტებას ეხება, ამოდიოდა რეალურო მიზნებიდან იყო საჯარო ინტერესის საგანი, მიზანი დღეს მეტწილად მიღწეულია და ეს გზას გვიხსნის ახალი, საჭირო, პრაგმატული გადაწყვეტილებებისკენ“, -დასძინა თალაკვაძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს