დავით ბაქრაძე ივანიშვილის წერილზე - 2020 წელს, ქართველი ხალხი არჩევნების გზით დაემშვიდობება ,,ქართულ ოცნებას“

არჩევნების გზით ,,ქართული ოცნების“ სახლში გაშვება არის ერთადერთი გამოსავალი, - ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ბიძინა ივანიშვილის წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, 2020 წელს ქართველი ხალხი ერთხელ და სამუდამოდ დაემშვიდობება არჩევნების გზით ,,ქართულ ოცნებას“.

„საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირება და ზიზღის და გათიშულობის დამკვიდრება, ქვეყნის ეკონომიკური უკუსვლა, შეუსრულებელი დაპირებები და ტყუილი ხალხში, ნიჰილიზმის და უიმედობის განცდის დანერგვა, ეს ყველაფერი არის ,,ქართული ოცნების“ და მათ შორის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგი და მათი საფირმო ნიშანი. ამ ყველფრის შეცვლას წერილების წერა კი არ სჭირდება, არჩევნების გზით ,,ქართული ოცნების“ სახლში გაშვება არის ერდერთი გამოსავალი,რომელიც დაასრულებს დაპირისპირებას, ეკონომიკურ უკუსვლას და ტყუილი დაპირებების ეპოქას. მე დარწმუნებული ვარ, 2012 წელს რამაც იმუშავა, ის აღარ იმუშავებს 2020 წელს და ქართველი ხალხი ერთხელ და სამუდამოდ დაემშვიდობება არჩევნების გზით ,,ქართულ ოცნებას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, საზოგადოების დაყოფა პირველ რიგში მოდის ხელისუფლებიდან.

„ქვეყანაში არსებობს ათასობით ადამიანი, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ერთადერთი ნიშნით, მათი პოლიტიკური სიმპატიით. ქვეყანაში არსებობს ათასობით სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებმაც დაკარგეს სოციალური დახმარება, ერთადერთი ნიშნით, მათი პოლიტიკური ორიენტაციის გამო. ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ დაპირისპირებას ემსხვერპლნენ, მაგალითად, ია კერზაია. ამ ფონზე ხელისუფლებას არ აქვს არანაირი უფლება და ფაქტობრივი საფუძველი სხვისკენ გაიშვიროს ხელი.

პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაყოფა, დაპირისპირება, საუბარი წინა ეპოქაზე, სისხლიან წლებზე, ვინც მაშინ მუშაობდნენ, დღეს უნდა დარჩნენ სამსახურის, სოციალური დახმარების ელემენტარული პირობების გარეშე, ეს ყველაფერი დაამკვიდრა ,,ქართულმა ოცნებამ“. ამ მხრივ ხელის გაშვერა სხვისკენ, ისეთივე ტყუილია ,,ქართული ოცნების“ მხრიდან, როგორც მათი დაპირებები ეკონომიკური განვითარების და საქართველოს წინ წაყვანის შესახებ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ