გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს, 10 აპრილს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს, 10 აპრილს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შეზღუდვა გლდანის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება მუხიანის II მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდუბის დასახლების, მოლითის და თორნიკე ერისთავის ქუჩების მცხოვრებლებს; ხოლო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება თორნიკე ერისთვის ქუჩის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება გორგასლის ქუჩის მცხოვრებლებს. ხოლო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზრის (ნაწილობრივ), კომკავშირის ხეივნის, სოლოლაკის ხევის, ბოტანიკურის, პუშკინის, ვაჩნაძის, გუდიაშვილის, ასათიანის, ფურცელაძის, მანგალაძის, ჯორჯაძის, თაბუკაშვილის და ათონელის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტლის, ელიავას (ნაწილობრივ) და აგლაძის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

ხოლო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ევდოშვილის, თევდორე მღვდლის და ცემის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ბარნოვის, ნაფარეულის, თაყაიშვილის და ფალიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის გორის, საირმის, შმიდტის, ვასო გოძიაშვილის (ნაწილობრივ), ცაგარელის და ბურძგლას ქუჩების მაცხოვრებლებს. ხოლო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის IIა ზონის, პეტრიწის, ემხვარის, გოძიაშვილის (ნაწილობრივ) და მაჭავარიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის, ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, ჩიტაიას, წინამძღვრიშვილის, მაზნიაშვილის, კიევის და ჯავახიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს