საქართველოს ელჩმა თურქეთის რესპუბლიკაში ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის დასს სამადლობელი სიგელი გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავამ თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის ხელმძღვანელობასა და მსახიობებს, ქართული კულტურის

პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისათვის, საქართველოს საელჩოს სახელით, სამადლობელი სიგელი გადასცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიება ანკარის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის - “Ethos Ankara International Theatre Festival“- ის გახსნის ფარგლებში წარდგენილი სპექტაკლის “ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა” - ის შემდეგ გაიმართა.

მათივე ინფორმაცით, აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი თურქმა დრამატურგმა თუნჯერ ჯუჯენოღლუმ სპეციალურად ახმეტელის თეატრისთვის დაწერა და შეიძლება ითქვას, რომ ეს გახლავთ ერთ-ერთი მასშტაბური ქართულ-თურქული პროექტი, რომლის ფარგლებშიც პიესა „ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა“ ორ, ქართულ და თურქულ ენებზე წიგნად გამოიცა. ამასთან, 6 აპრილს, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი ცნობილ თურქ დრამატურგთან, თუნჯერ ჯუჯენოღლუსთან ერთად საქართველოს საელჩოში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს ელჩთან საელჩოს თანამშრომლობით შეხვედრა გაიმართა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?