ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში (WB/IMF Spring Meetings).

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. კერძოდ, გაიმართება შეხვედრები მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან.

გარდა ამისა, ივანე მაჭავარიანი შეხვდება ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტებს.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დაესწრება მსოფლიო ბანკის ხაზინის, ფინანსების, კონკურენტუნარიანობისა და ინოვაციების სფეროში „გლობალური პრაქტიკის“ მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდას თემაზე: კაპიტალის ბაზრის განვითარება და ფინანსური ტექნოლოგიები: „შესაძლებლობები და პრობლემები.“ ასევე, მონაწილეობას მიიღებს შეხვედრაში, რომელიც ეძღვნება მსოფლიო ბანკის გლობალურ ინიციატივას „ადამიანური კაპიტალის განვითარების შესახებ“.

შეხვედრების ფარგლებში საუბარი გაიმართება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და დონორების ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებზე, სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე, საქართველოში ეკონომიკური ზრდისა და უცხოური ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობებზე, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების თაობაზე, ამ მიმართულებით საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებზე.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში (WB/IMF Spring Meetings).

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. კერძოდ, გაიმართება შეხვედრები მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან.

გარდა ამისა, ივანე მაჭავარიანი შეხვდება ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტებს.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დაესწრება მსოფლიო ბანკის ხაზინის, ფინანსების, კონკურენტუნარიანობისა და ინოვაციების სფეროში „გლობალური პრაქტიკის“ მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდას თემაზე: კაპიტალის ბაზრის განვითარება და ფინანსური ტექნოლოგიები: „შესაძლებლობები და პრობლემები.“ ასევე, მონაწილეობას მიიღებს შეხვედრაში, რომელიც ეძღვნება მსოფლიო ბანკის გლობალურ ინიციატივას „ადამიანური კაპიტალის განვითარების შესახებ“.

შეხვედრების ფარგლებში საუბარი გაიმართება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და დონორების ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებზე, სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე, საქართველოში ეკონომიკური ზრდისა და უცხოური ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობებზე, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების თაობაზე, ამ მიმართულებით საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებზე.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო