კონკურენციის სამართლის  საკითხებზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებითა და CLDP თანაორგანიზებით სამდღიანი სემინარი მიმდინარეობს

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა კონკურენციის სამართლის საკითხებზე სემინარი გახსნა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP), აშშ-ის ვაჭრობის ფედერალური კომისიის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის, აშშ-ის საელჩოს და საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თანაორგანიზებით იმართება. სემინარის თემაა „დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გამოვლენა და პრევენცია“.

სამდღიანი სემინარი საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით ტარდება.

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ეკონომიკური სამსახურის უფროსმა, მაქენზი როუმ. სემინარს უძღვებიან: აშშ ვაჭრობის ფედერალური კომისიის საერთაშორისო ურთიერთობის ოფისის ასოცირებული დირექტორი, რასელ ვ. დამტოფტი; CLDP-ის ადვოკატის მრჩეველი სქიფ მარკი, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ადვოკატი იჰან კიმი.

„აღნიშნულ სემინარში მონაწილეობას იღებენ: კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლები, მარეგულირებელი ორგანოების, ბიზნეს ასოციაციების, საკონსულტაციო კომპანიების და სხვადასხვა ბაზარზე მოქმედი ბიზნეს სუბიექტების წარმომადგენლები. სემინარზე განიხილება შემდეგი საკითხები: დომინირებული მდგომარეობის კონცეფცია; ბაზრის განსაზღვრება, საბაზრო წილები და საბაზრო ძალაუფლების მიმოხილვა; საქართველოში დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შემთხვევები, შეფასება, დაუშვებლობის პრევენცია; მტაცებლური ფასები, როგორც დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ერთ-ერთი ფორმა; რეგულირება და კონკურენცია, საგამოძიებო უფლებამოსილებები, ინსტიტუციური მოწყობა და სხვა“ , - აღნიშნულია საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღონისძიება 10-12 აპრილს, სასტუმრო „ბილტმორში“ იმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა