იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის შეფასებით, მოსამართლეებთან დაკავშირებით, ეკა ბესელიას ავტორობით მომზადებული კანონპროექტი კონსტიტუციასთან შეუსაბამოა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით, დეპუტატ ეკა ბესელიას ავტორობით მომზადებული კანონპროექტი კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.

აპარატმა ამ მიმართულებით მთელი რიგი შენიშვნები წარმოადგინა, რომელიც კომიტეტის საბოლოო დასკვნაში აისახება.

როგორც კომიტეტის სხდომაზე ითქვა, უზენაესი სასამართლოს წევრის არჩევის შეთავაზებული მექანიზმი არღვევს ბალანს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და პარლამენტს შორის და პროექტის წარმოდგენილი რედაქციით მიღება შინაარსს აცლის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეთა წარდგენის უფლებამოსილებას. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის შენიშვნაა, რომ ეკა ბესელიას კანონპროექტით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მხოლოდ დოკუმენტების ფორმალურად დადარების ფუნქცია რჩება.

პარლამენტისთვის შეთავაზებული კანონპროექტით გათვალისწინებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატისათვის სპეციალობის კუთხით არანაკლებ 10- წლიანი შრომითი სტაჟი.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ითქვა, ეს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რადგან კონსტიტუციით უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატისათვის სპეციალობის კუთხით მუშაობის არანაკლებ 5- წლიანი სტაჟია დაწესებული.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატი, ასევე უარყოფითად აფასებს კანონპროექტის იმ ნაწილს, რომლის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატის პარლამენტისთვის წარდგენის შესახებ მიღებულად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ კანდიდატს მხარს დაუჭერს მოსამართლე წევრების არანაკლებ ორი მესამედი და არამოსამართლე წევრების ორი მესამედი.

აღნიშნულთან დაკავშირებით ითქვა, რომ კონსტიტუცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ასეთ წესს არ ითვალისწინებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის შეფასებით, კანონპროექტით შეთავაზებული რეგულაცია იმის თაობაზე, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურის პარლამენტისთვის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მიიღონ, კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის შეფასებით, მოსამართლეებთან დაკავშირებით, ეკა ბესელიას ავტორობით მომზადებული კანონპროექტი კონსტიტუციასთან შეუსაბამოა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით, დეპუტატ ეკა ბესელიას ავტორობით მომზადებული კანონპროექტი კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.

აპარატმა ამ მიმართულებით მთელი რიგი შენიშვნები წარმოადგინა, რომელიც კომიტეტის საბოლოო დასკვნაში აისახება.

როგორც კომიტეტის სხდომაზე ითქვა, უზენაესი სასამართლოს წევრის არჩევის შეთავაზებული მექანიზმი არღვევს ბალანს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და პარლამენტს შორის და პროექტის წარმოდგენილი რედაქციით მიღება შინაარსს აცლის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეთა წარდგენის უფლებამოსილებას. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის შენიშვნაა, რომ ეკა ბესელიას კანონპროექტით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მხოლოდ დოკუმენტების ფორმალურად დადარების ფუნქცია რჩება.

პარლამენტისთვის შეთავაზებული კანონპროექტით გათვალისწინებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატისათვის სპეციალობის კუთხით არანაკლებ 10- წლიანი შრომითი სტაჟი.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ითქვა, ეს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რადგან კონსტიტუციით უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატისათვის სპეციალობის კუთხით მუშაობის არანაკლებ 5- წლიანი სტაჟია დაწესებული.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატი, ასევე უარყოფითად აფასებს კანონპროექტის იმ ნაწილს, რომლის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატის პარლამენტისთვის წარდგენის შესახებ მიღებულად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ კანდიდატს მხარს დაუჭერს მოსამართლე წევრების არანაკლებ ორი მესამედი და არამოსამართლე წევრების ორი მესამედი.

აღნიშნულთან დაკავშირებით ითქვა, რომ კონსტიტუცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ასეთ წესს არ ითვალისწინებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის შეფასებით, კანონპროექტით შეთავაზებული რეგულაცია იმის თაობაზე, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურის პარლამენტისთვის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მიიღონ, კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია