„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე მუშაობა გრძელდება

ქვეყნის სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო სფეროს ინსტიტუციური მოწყობის საკითხებზე, წინანდალში, გასვლით სამუშაო შეხვედრაზე მსჯელობენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ცვლილებების პაკეტი, რომლითაც ზუსტდება სივრცის დაგეგმარების დოკუმენტების იერარქია, მათი შინაარსობრივი შემადგენლობა და სამართლებრივი სტატუსი. კოდექსს ასევე ემატება ის მუხლები, რომელიც აწესრიგებს არქიტექტორთა სერტიფიცირების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის მზია გიორგობიანის განცხადებით, კანონმდებლობა გარკვეული ცვლილებების შეტანას საჭიროებს.

,,კოდექსი, ძირითადად, სივრცითი დაგეგმარებისა და სერტიფიცირების ნაწილებს შეეხება, რომელიც მხოლოდ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენცია არ არის. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარის პოზიცია იყოს განხილული. ჩვენ უნდა შევჯერდეთ და ყველას ერთნაირად გვესმოდეს ის ფორმულირება, რომელიც არსებულ კანონშია. მზად ვართ, ჩავრთოთ ყველა მხარე, რომელიც იქნება ამ აქტების ძირითადი მომხმარებელი. შევთანხმდებით პრინციპებზე, რა გვაქვს გასაკეთებელი, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რა ცვლილებები შევიტანოთ, რომ დოკუმენტი უფრო სრულყოფილი გახდეს“, - განაცხადა მზია გიორგობიანმა.

სამინისტროს ინფორმაციით, კოდექსის სრულყოფაზე, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროებთან, დარგის ექსპერტებთან, არქიტექტორებთან ერთად, რამდენიმე თვეა აქტიურად მუშაობს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი.

ორდღიანი სამუშო შეხვედრა ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის („საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა“ II ფაზა) ხელშეწყობით იმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო