ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი - სასამართლომ ვერ გაბედა, რომ სამეფო ოჯახის სახელის უნებართვოდ გამოყენების საკითხი გადაეწყვიტა და თავიდან მოიშორა

სასამართლომ ვერ გაბედა, რომ ეს საკითხი გადაეწყვიტა და თავიდან მოიშორა, - ასე შეაფასა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა, ლევან გორელაშვილმა ჟურნალისტებთან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკებსა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელს შორის მიმდინარე სამოქალაქო დავა, რომელიც საქართველოს სამეფო ოჯახის სახელის უნებართვოდ გამოყენებას ეხება, განუხილველად დატოვა.

როგორც გორელაშვილი განმარტავს, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება უპრეცედენტოა, რადგან სასამართლომ საქმის განხილვაზე უარი იმ ეტაპზე თქვა, როცა უკვე პირთა გამოიკითხვის ეტაპი იყო.

„ხუთი სხდომა დასჭირდა სასამართლოს, რომ გადაეწყვიტა, თურმე, ეს საქმე სასამართლოს გადასაწყვეტი არ არის. აქამდე მსგავს პრეცედენტს ვერ ვიხსენებ, რომ ამდენი სხდომა ჩატარებულიყო და მთავარ სხდომაზე მიეღო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ თურმე, საქმე საერთოდ განუხილველად უნდა დაეტოვებინა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჩვენი მხარის და თბილისის საქალაქო სასამართლოს აზრები გაიყო. პირველ შემთხვევაში, იგივე მოსამართლემ ამ საქმის წარმოებაში მიღებაზე უარი განაცხადა. ეს გადაწყვეტილება გავასაჩივერეთ და სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ჩვენი მხარე მართალი იყო“, - აცხადებს გორელაშვილი.

მისთვის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება უცნურია და ის აღნიშნულს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

„ჩემთვის, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ძალიან უცნაურია. საერთოდ, რატომ დაკმაყოფილდა კოლეგიური შემადგენლობა? იმის გამო დაკმაყოფილდა, რომ ჩათვალეს, ეს საქმე მნიშვნელოვანი სირთულის იყო. გიორგი ოთხმეზური გამოვკითხეთ და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მერე გადაწყვიტა სასამართლომ, რომ თურმე, არც უნდა გამოეკითხა, არც უნდა განეხილა ეს საქმე, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.

სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივს ვცემდი, იმის მიუხედავად, სარჩელიც რომ არ დაკმაყოფილებულიყო, რადგან ეს იქნებოდა საკითხის გადაწყვეტა. ამ შემთხვევაში, სასამართლომ ვერ გაბედა, რომ ეს საკითხი გადაეწყვიტა და თავიდან მოიშორა.

განჩინება, რომელიც გამოგვიცხადეს, გასაჩივრებას ექვემდებარება და ვეცდებით, ზემდგომი ინსტანცია დავარწმუნოთ, რომ ეს საკითხი სასამართლოს განსახილველია, რადგან ადგილი აქვს სახელის უფლების დარღვევას, რომელიც საკანონმდებლო ჩანაწერის დონეზე არსებობს და ის მხოლოდ ჩანაწერი არ უნდა იყოს, რეალური შედეგები უნდა მოჰყვეს", - განაცხადა გორელაშვილმა.

შეგახსენებთ, ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკებსა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელს შორის მიმდინარე სამოქალაქო დავაზე, რომელიც საქართველოს სამეფო ოჯახის სახელის უნებართვოდ გამოყენებას ეხება, სარჩელი სასამართლომ განუხილველად დატოვა და მოსარჩელეს უკან დაუბრუნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა