მორაგბეთა ასოციაციასა და „ეიჩარს“ შორის, მორაგბეთა გადამზადებასა და დასაქმებასთან დაკავშირებით  მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს მორაგბეთა ასოციაციასა და დასაქმების სააგენტო „ეიჩარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, შეთანხმება მორაგბეთა გადამზადებასა და დასაქმებას ითვალისწინებს.

შეთანხმებას ხელი ასოციაციის პრეზიდენტმა ლექსო იორდანიშვილმა და დასაქმების სააგენტო „ეიჩარის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კიკნაძემ მოაწერეს. მემორანდუმი ყოფილი თუ მოქმედი, ასოციაციის წევრი მორაგბეების გადამზადებასა და დასაქმებას ითვალისწინებს.

ამასთან, როგორც მორაგბეთა ასოციაციის პრეზიდენტი ლექსო იორდანიშვილი განმარტავს, გადამზადება შესაძლოა მოქმედმა მორაგბეებმაც გაიარონ და სპორტული კარიერის დასრულების, ან მისი მიმდინარეობის პერიოდში მოხდეს მათი დასაქმება.

„მემორანდუმის თანახმად, მორაგბეთა ასოციაციის წევრი სპორტსმენები, თავიანთი მონაცემებით წარდგენილი იქნებიან „ეიჩარში“, რომელიც იზრუნებს მათ გადამზადებასა და დასაქმებაზე სხვადასხვა განხრით. ამ სააგენტოს 1000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, მათ სპორტში წარმატებული ადამიანების რესურსი შევთავაზოთ, რომლებიც სოციუმშიც წარმატებულები გახდებიან. დარწმუნებული ვარ, ამ თანამშრომლობით ორივე მხარე მოგებული დარჩება“,-განაცხადა იორდანიშვილმა.

დასაქმების სააგენტო „ეიჩარის“ დირექტორის გიორგი კიკნაძის თქმით, კომპანია 100-ობით კომპანიასთან თანამშრომლობს და არაერთხელ მიუღია მონაწილეობა მათი კადრების დაკომპლექტებაში. შესაბამისად, არის შესაძლებლობა, მათ მოთხოვნის შესაბამისად ყოფილი თუ მოქმედი მორაგბეები შესთავაზონ.

„ჩვენი მიზანია შეიცვალოს წარმოდგენა და შეხედულება, რომ სპორტსმენების წარმატება მათი კარიერის დასრულებასთან ერთად სრულდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყოფილი მორაგბეობა არის გარკვეული უპირატესობა, რადგან ამ ადამიანებს გააჩნიათ ისეთი თვისებები, როგორიცაა გუნდურობა, თავდაჯერებულობა, მიზნისკენ სწრაფვა და ეს კომპონენტები ნებისმიერი დამსაქმებლისთვისაც მნიშვნელოვანია. დასაქმების სააგენტოს სახელით მინდა დაგარწმუნოთ, რომ გამოვიყენებთ ყველა რესურს და ყველა არხს, რათა ხელი შევუწყოთ მორაგბეების დასაქმებას“, - განმარტა კიკნაძემ.

მორაგბეთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელის ნონო ანდღულაძის თქმით, არაერთი მორაგბეა უმაღლესი განათლებით, რომელთაც სპორტული კარიერის დასრულების პარალელურად დასაქმება სჭირდებათ.

„ძალიან კარგი ინიციატივაა და მადლობას ვუხდი „ეიჩარს“ თანამშრომლობისთვის. მრავლად არიან მორაგბეები, რომელთაც უკვე დამთავრებული აქვთ უმაღლესი სასწავლებლები, გააჩნიათ პროფესიები, თუმცა ამ ეტაპზე რაგბის თამაში არჩიეს. მათთვის ცოდნისა და გამოცდილების განახლება მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სპორტული კარიერის დასასრულის მოახლოებასთან ერთად, რათა მარტივად შეძლონ დასაქმება და ცხოვრების გაგრძელება“, - განაცხადა ანდღულაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს