დავით მესხიშვილი - გუდაური-ყაზბეგის მიმართულებით მგზავრობა სიცოცხლისთვის საშიშია

„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელის დავით მესხიშვილის განცხადებით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე, გუდაურის და ყაზბეგის მიმართულებით მგზავრობა სიცოცხლისთვის საშიშია.

„ამ გზით მგზავრობა სიცოცხლისთვის ძალიან საშიშია. პარალიზებულია მოძრაობა გუდაურის მიმართულებით და რამდენიმეკილომეტრიანი საცობებია. გზის სავალი ნაწილი დაკავებულია ტვირთის გადასაზიდი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ. იმისთვის, რომ გადავაადგილდეთ, უნდა გადავკვეთოთ ღერძულა ხაზი, გადავიდეთ საპირისპირო მიმართულებით და ასე გავაგრძელოთ გზა, რაც ქმნის ძალიან დიდ რისკებს ავტოსაგზაო შემთხვევის მოხდენის. გუდაურში დასვენება გვიჯდება სიცოცხლის რისკის ფასად, იმიტომ რომ იქ გადაადგილება არის თითქმის შეუძლებელი", -განაცხადა დავით მესხიშვილმა.

მისი თქმით, საგზაო პრობლემებით შეწუხებული არიან არა მარტო ტურისტები, არამედ ყაზბეგის მოსახლეობაც.

მისივე თქმით, ყაზბეგი გადავსებულია ტვირთის გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალებებით და გაუარესებულია ეკოლოგიური მდგომარეობა.

„სატრანსპორტო საშუალებების აბსოლუტური უმრავლესობა არის ტექნიკურად გაუმართავი, ეს ვიზუალურადაც ჩანს, რაც უკავშირდება გამონაბოლქვს და მთელი ეს ტურისტული ზონა არის დაუცველი. ყაზბეგში და გუდაურში 2 დღით დასვენება უნდა დავივიწყოთ, რადგან დიდი გზა გვინდა. 2 საათიანი გზის გავლას უნდა სამი საათი", - განაცხადა მესხიშვილმა.

მისივე თქმით, არც ერთი თავმოყვარე ქვეყანა, რომელსაც პრიორიტეტად ტურისტული განვითარება აქვს დასახული, ამ პრობლემების არსებობას არ დაუშვებდა.

დავით მესხიშვილი მთავრობას მიმართავს, რომ დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება ამ პრობლემაზე.

"მთავრობისთვის ცნობილია ამ პრობლემის შესახებ და სამარცხვინოა, რომ არ იღებს გადაწყვეტილებას ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად", - აღნიშნა მესხიშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო