დავით ბაგრატიონის ადვოკატი - ანას არ ვიცნობ, თუმცა, როგორც საერთო წრიდან ვიცი, ის ამბიციური ადამიანია, სასამართლოში კრახი მის ამპარტავნებაზე მძიმედ აისახა

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატის ლევან ჩხეიძის განცხადებით, სასამართლომ სახელით უნებართვოდ სარგებლობის აკრძალვის ნაწილში დავა ანა და ნუგზარ ბაგრატიონების იურიდიული ინტერესისა და დავის საგნის არარსებობის გამო შეწყვიტა.

„სასამართლომ შეწყვიტა მოცემული საქმის წარმოება, ვინაიდან მოცემულ დავაში ვერ დაინახა ანა და ნუგზარ ბაგრატიონების იურიდიული ინტერესი. დღევანდელი ჩვენი სახელმწიფო არ აღიარებს სამეფო და არისტოკრატიული ტიტულების არსებობას. შესაბამისად, იმ სიკეთეს, რომელსაც კონსტიტუცია და კანონმდებლობა არ აღიარებს, სასამართლო წესით დაცვას არ ექვემდებარება", - განაცხადა ლევან ჩხეიძემ.

ლევან ჩხეიძის განმარტებით, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის შეუძლია სასამართლოს განჩინება მეორე ინსტანციაში გაასაჩივროს, თუმცა ადვოკატი ვარაუდობს, რომ ამ საკითხის თაობაზე სააპელაციო და საქალაქო სასამართლოებს შორის კონსულტაცია უკვე შემდგარია.

„ძნელად წარმოსადგენია, ვინც ჩართულია ამ სპეციფიურ დავებში, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოსთან კონსულტაციის გარეშე მიეღო. თუ არ იქნებოდა სააპელაციო სასამართლოსგან, ასე ვთქვათ, არაოფიციალური თანხმობა, რომ ისინი შემდგომ ამ განჩინებას მოიწონებდნენ, ეს მოსამართლეები ნამდვილად ვერ გარისკავდნენ და ვერ მიიღებდნენ ამდაგვარ გადაწყვეტილებას და საქმეს ბოლომდე განიხილავდნენ. მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც სამართლებრივად სწორი, პროფესიულად გამართლებულია. რაც შეეხება მოცემული დავის სტრასბურგში წაღებას, მათ აქვთ მიმართვის უფლება, მაგრამ პირდაპირ გეტყვით სტრასბურგის სასამართლოში სამოქალაქო ტიპის დავა, მითუმეტეს არისტოკრატიულ ტიტულებთან დაკავშირებით, იმდენად უპერსპექტივო და ბუნდოვანია, რომ ამაზე სერიოზული საუბარი ძნელია", - განაცხადა ლევან ჩხეიძემ.

ადვოკატი ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის „ემოციების კონტროლისკენ" მოუწოდებს.

"პიროვნულად ანას არ ვიცნობ, თუმცა როგორც საერთო საურთიერთობო წრიდან ვიცი, ის საკმაოდ ამბიციური და ამპარტავანი ადამიანია,სასამართლოში გუშინდელი კრახი მის ამპარტავნებაზე ძალიან მძიმედ აისახა. არ გამოვრიცხავ, რომ იგი გააფთრებული და გავეშებული აგრძელებს დავას. მოვუწოდებ, რომ ემოციები ცოტა მოთოკოს, მარცხი ღირსეულად მიიღოს, სიტუაცია გაანალიზოს და შეწყვიტოს აღნიშნული უპერსპექტივო დავა სასამართლოში,"- განაცხადა ლევან ჩხეიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, გუშინდელი გადაწყვეტილება მოსამართლეების მიერ მიღებული იყო თუ სხვა მხარის ჩარევის შედეგი, ლევან ჩხეიძემ უპასუხა, რომ ეს გამორიცხულია.

"არანაირი გარედან ჩარევა ამ საქმეს არ სჭირდებოდა. გამოვრიცხავ საპატრიარქოს ჩარევას და პირიქით, ვიტყვი, რომ ის მოცემულ დავაში არც ერთი მხარის სასარგებლოდ საერთოდ არ ჩარეულა",-განაცხადა ადვოკატმა.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატმა ისაუბრა დავის იმ ნაწილებზეც, რომლებიც შესაძლო ძალადობასა და ქონების გაყოფას ეხება. მისი თქმით, მხარეებს შორის არსებობს განქორწინების კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც "მხარეებმა უარი თქვეს ერთმანეთთან მიმართებით ყოველგვარ ეკონომიკურ კომპენსაციაზე."

„ქონების ნაწილში არ მიმაჩნია, რომ დავა შესაწყვეტია, წმინდა ფორმალური თვალსაზრისით, ამ ნაწილში დავა განსახილველია, ოღონდ სასამართლომ უარი უნდა უთხრას, მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. იმიტომ, რომ მემკვიდრეობით და ჩუქებით მიღებული ქონება გაყოფას არ ექვემდებარება. ჩემს მარწმუნებელს პრაქტიკულად არსად უშრომია, არ უმუშავია, არც რაიმე ბიზნესი ჰქონია. მისი მთელი შემოსავალი მემკვიდრეობით მიღებული ქონებაა. ამ ქონებით შეიძინა ავტომობილები. შესაბამისად, ეს ქონება გაყოფას არ ექვემდებარება.

ასევე, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით, ფაქტობრივად შეწყვეტილი ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება გაყოფას არ ექვემდებარება. მესამე ნაწილი - ძალადობა ასევე ექვემდებარება შეწყვეტას გამოძიებაშივე. უარვყოფთ ამ ძალადობაში რაიმე ფორმით მონაწილეობას. მოცემულ დანაშაულზე ხანდაზმულობის სისხლის სამართლის ვადა 2016 წელს ამოიწურა,"-განაცხადა ლევან ჩხაიძემ.

რაც შეეხება იმას, აპირებს თუ არა დავით ბაგრატიონ-მუხრანელი კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენების მისაცემად გამოცხადდეს, ადვოკატი ძველ პოზიციაზე რჩება და აცხადებს, რომ ეს გამორიცხულია.

"კანონმდებლობის შესაბამისად, როგორ ადის დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ქალაქის პოლიციის სამმართველოს კიბეებზე, ამ სცენას ვერავინ ნახავს", - განაცხადა ლევან ჩხეიძემ.

მისივე ინფორმაციით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

„ანას ქმედების პირდაპირპროპორციული იყო ყოფილი დედამთილის გულის გახეთქვა. მისი გულის გახეთქვის პირდაპირპროპორციული იყო ადამიანის წასვლა დედასთან.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი აუცილებლად დაბრუნდება საქართველოში, როგორც კი, მისი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იქნება,-" განაცხადა ლევან ჩხეიძემ.

იხილეთ ვიდეო: ადვოკატი - ანას არ ვიცნობ, თუმცა, როგორც საერთო წრიდან ვიცი, ის ამბიციური ადამიანია, სასამართლოში კრახი მის ამპარტავნებაზე მძიმედ აისახა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო