პარლამენტის ორი კომიტეტის სხდომა, რომელსაც პოლიეთილენის პარკების მწარმოებლები ესწრებიან, ხმაურით მიმდინარეობს

ხმაურით და ცხარე კამათით დაიწყო პარლამენტის გარემოს დაცვისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, სადაც განხილვის მთავარი თემა პოლიეთილენის, არადეგრადირებადი პარკების აკრძალვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებაა.

აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ კომიტეტებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი მოიწვიეს.

კომიტეტზე ასევე იმყოფებიან პოლიეთილენის პარკების ადგილობრივი მწარმოებლები. კამათი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის მოხსენების დაწყებას მოჰყვა, რომელმაც თავდაპირველად პოლიეთილენის პარკების გამოყენებით გარემოზე მიყენებულ ზიანსა და მიღებული გადაწყვეტილების მიზეზებზე გაამახვილა ყურადღება. ამის მოსმენა არ ისურვეს დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ და ასევე მოწვეულმა მწარმოებლებმა, რომელთა სურვილიც არის მთავრობამ გასცეს პასუხი კითხვას, აპირებს თუ არა გადაწყვეტილების გადავადებას.

როგორც დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, მათ სამინისტროსგან მიიღეს პასუხად, რომ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი აკრძალვების გადავადება არ იგეგმება.

ამასთან, როგორც დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, ქვეყანაში ხორციელდება არადეგრადირებადი პარკების იმპორტი, არ არსებობს შესაბამისი ლაბორატორია და ეს იმ ფონზე ხდება, როცა ადგილობრივი მწარმოებლები გაჩერდნენ.

საბოლოოდ, ნინო თანდილაშვილმა მოხსენებით გამოსვლა შეწყვიტა.

ამ წუთებში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ადგილობრივ მწარმოებლებს უსმენენ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა