შსს-მ  ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის სქემა გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დეტექტივებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ბრალდებით, თბილისში დანაშაულებრივი დაჯგუფების 2 წევრი - 1975 წელს დაბადებული ა.ზ. და 1998 წელს დაბადებული გ.ჯ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ა.ზ. ორგანიზებას უწევდა დანაშაულებრივ ჯგუფს, რომლის წევრებიც მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში სარეალიზაციოდ ამზადებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, კერძოდ, აფასოებდნენ და შემდგომ სპეციალურად შერჩეულ ლოკაციებზე, სამალავებში ათავსებდნენ.

„დაჯგუფების წევრები აღნიშნული სამალავების მისამართებს ნარკოტიკული საშუალებების შეძენის მსურველ პირებს ატყობინებდნენ, რაშიც თანხას დისტანციური არხებით იღებდნენ.

სამართალდამცველებმა, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ჩატარებული ა.ზ.-ს საცხოვრებელი ბინის და ამავე ბინაში მყოფი 6 პირის პირადი ჩხრეკისას, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: „ემბაუმი“, „ექსტაზი“, „ჰაშიში“ და​ ე.წ. „ბიო“ ამოიღეს.

პოლიციამ თბილისში ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ მითითებული სამალავებიდან სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მხილებული არიან დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებიც.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლის

მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: რა სქემით ასაღებდა ინტერნეტით ნარკოტიკებს დაკავებული 2 პირი? - ბინაში ამზადებდნენ, აფასობედნენ და სამალავებში ათავსებდნენ...

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს